სემ სმითი პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში  პოდიუმზე წარდგა

მომღერალმა ვივიენ ვესტვუდის კოლექციიდან ორი კოსტიუმი მოირგო.
ვივიენ ვესტვუდის 2024-2025 წლის შემოდგომა-ზამთრის ქალის ხაზის ჩვენება პარიზის მოდის კვირეულზე
Yanshan Zhang/Getty Images

სემ სმითმა განსხვავებული საშემსრულებლო უნარები წარმოაჩინა პარიზის მოდის კვირეულზე, სადაც ის პოდიუმზე წარდგა. მომღერალი ვივიენ ვესტვუდის ქალის ხაზის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენების ერთ-ერთი მოდელი იყო და ბრენდის ბოლო კოლექციიდან ორი კოსტიუმი წარადგინა.

პირველი კოსტიუმი მთლიანად შავ ფერში იყო გადაწყვეტილი: გრძელი შავი მოსასხამი, შავი ხელთათმანები, შავი ჩანთა და შავი ქუდი ვუალით. მეორე კოსტიუმი კი ვესტვუდის საყვარელი კუბოკრული ქსოვილით იყო შთაგონებული.

Dave Benett/Getty Images

ინსტაგრამზე ბრენდმა ერთობლივი ფოტო გააზიარა, სადაც სმითი შავი კოსტიუმით პოზირებს. ფოტო მე-19 საუკუნის ავტორის, ჰენრი ჯეიმსის ციტატითაა დასათაურებული: „ტრადიცია მხოლოდ მაშინ ცოცხლობს, როცა მას რაიმე ემატება.”

Სმითმა კი, თავის მხრივ, ბრენდისადმი მადლიერება საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე გამოხატა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბონო, 2018 წლის 10 ოქტომბერი, ბელგია. ფოტო: ოლივერ ჰოსლეტი

ბონოს ავტობიოგრაფიული აუდიოწიგნი Surrender 2024 წლის გამარჯვებულად დასახელდა

შემდეგი სტატია

ჯასტინ ტიმბერლეიკმა ახალი ალბომის სიმღერები გაამხილა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი