Billboard-ი განმარტავს, თუ რატომ გახდა კაროლ ჯი წლის ქალის ტიტულის მფლობელი

კოლუმბიელი ვარსკვლავი ესპანურ ენაზე მომღერალი პირველი არტისტია, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.
კაროლ ჯი Billboard Women In Music Awards-ზე

2023 წელს კაროლ ჯიმ Billboard-ს თავისი ოცნება გაუზიარა: „თუ შემეკითხებით: კაროლ, რა არის შენი ოცნება? გეტყვით: რომ ჩემი სახელი მსოფლიომ იცოდეს. ეს საოცარი იქნებოდა.” შეიძლება ითქვას, რომ დღეს მას ეს ოცნება აუხდა. 

კაროლ ჯის ცხოვრებაში 6 მარტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა: 2024 წლის Billboard Women In Music დაჯილდოებაზე კოლუმბიელი ვარსკვლავი მთავარი ტიტულის, „წლის ქალის” მფლობელი გახდა. ის ესპანურ ენაზე მომღერალი პირველი ქალია, ვისაც ჯილდოს არსებობის ისტორიაში აღნიშნული წოდება ერგო.

კაროლ ჯი Billboard Hot 100-ში 30-ჯერ არის შესული, მათ შორისაა ტოპ ათეულში გასული სიმღერა TQG, რომელსაც ის შაკირასთან ერთად ასრულებს. Რაც შეეხება ლათინური სიმღერების ჩარტს, აქ მას რეკორდული 63 სიმღერა აქვს, რომელთაგანაც 26 ტოპ ათეულში, ხოლო 8 პირველ ადგილზე მოხვდა. ლათინურ ჩარტში პირველი ადგილზე გასული სიმღერების რაოდენობით კაროლ ჯი მესამე ადგილს იკავებს გლორია ესტეფანისა (15 სიმღერა) და შაკირას (13 სიმღერა) შემდეგ.

„უზარმაზარი ტალანტის დამსახურებით, კაროლ ჯიმ მთელი მსოფლიოს მასშტაბით შექმნა მოძრაობა ქალებისთვის მათი გამაძლიერებელი ტექსტებითა და შთამაგონებელი თავდაჯერებულობით,” – თქვა ბილბორდის სარედაქციო დირექტორმა ჰანა კარპმა კაროლ ჯის წარდგენისას. 

„კაროლ ჯი გახდა მსოფლიო სუპერვარსკვლავი, რომელიც ესპანურად მღერის,”- დაამატა, ბილბორდის ლათინურ/ესპანური კონტენტის მენეჯერმა ლეილა კობომ. „ეს კი გვაჩვენებს, რომ მუსიკა და არტისტიზმი არც ენით და არც საზღვრებით არ იზღუდება. Billboard-ი კი კარგად აცნობიერებს ამ ფაქტს. ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია როგორც ჩვენი ბრენდისთვის, ასევე ლათინური მუსიკისთვის.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„ასეთი სიძულვილი ძალადობაა”- ლედი გაგა ტრანსფობიური შინაარსის კრიტიკას დაუპირისპირდა

შემდეგი სტატია

ქართველი მუსიკოსის, ბაჩა მძინარაშვილის კონცერტები ნიუ-იორკისა და ლონდონის ცნობილ ჯაზკლუბებში გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი