რიანა ახალი მოკლე ვარცხნილობით გამოჩნდა

რიანა შეცვლილი ვარცხნილობით მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ინდოეთის ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ოჯახის კერძო წვეულებაზე იმღერა.

36 წლის რიანა სანტა მონიკას ქუჩებში ახალი იმიჯით დააფიქსირეს. ვარსკვლავმა ვარცხნილობა შეიცვალა და ახლა მოკლე თმას  ატარებს. ჯერ კიდევ სამი კვირის წინ რიანა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იყო. მომღერალმა ინდოეთის ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ოჯახის კერძო წვეულებაზე იმღერა. ბოლო 8 წლის განმავლობაში ეს  რიანას პირველი სრული კონცერტი იყო. 

ანანტ ამბანის და რადიკა მერჩანტის დაოჯახების ოფიციალურ ცერემონიამდე გამართული  წვეულების მუსიკალურად გაფორმებისათვის რიანამ მრავალმილიონიანი ჰონორარი მიიღო. საღამოს 1200-მდე ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ: ბილ გეიტსი, მარკ ცუკერბერგი, ივანკა ტრამპი და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ცნობილო ადამიანები. “ეს შოუ საუკეთესო იყო. ნამდვილი კონცერტი 8 წელია არ მქონია” – თქვა რიანამ წვეულების შემდგომ პაპარაცების ობიექტივში. 

მიუხედავად იმისა, რომ რიანა “სუპერთასის” ფინალის შემსრულებელი იყო და 2023 წლის ოსკარის ცერემონიაზეც იმღერა, არტისტს ნამდვილი კონცერტი 2016 წლის შემდეგ არ გაუმართავს. ბოლოს რიანა მსმენელის წინაშე თავისი ალბომის, Anti-ს მხარდამჭერი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში წარდგა. რაც შეეხება ინდოეთის წვეულებას, მან ისეთი ჰიტები შეასრულა, როგორებიც არის: Bitch Better Have My Money, Work, Umbrella, Stay, All of the Lights, We Found Love და Diamonds.

ახლახან რიანამ კიდევ ერთი სიახლის შესახებ განაცხადა, რომელიც თავის ბრენდს – Fenty Beauty-ის ეხება: პირველი აპრილიდან ბრენდი ოფიციალურად შედის ჩინეთის ბაზარზე. 

ნახეთ რიანას ახალი ვარცხნილობა TMZ-ის პაპარაცულ ფოტოებში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მაურიციო პოლინი, 2017 წლის 9 იანვარი, ბოლონიის თეატრში. ფოტო: რობერტო სერა

ცნობილი იტალიელი პიანისტი მაურიციო პოლინი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

ტიმოთი შალამე Dune-ის მეორე ნაწილის პრემიერაზე, 2024 წლის 25 თებერვალი, ნიუ იორკი.

ტიმოთი შალამე ბობ დილანის როლში, ფოტოები ფილმ A Complete Unknown-ის გადასაღები მოედნიდან

შეიძლება დაგაინტერესოთ

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი

ფესტივალ „SITFY საქართველოს” გახსნაზე რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელს საპატიო ჯილდო გადაეცა

ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მას წელს შვიდი ქვეყნის დელეგაცია ეწვია. საქართველოსთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილია: რუმინეთი, ომანი, საბერძნეთი, ეგვიპტე, თურქეთი და ესპანეთი.
მეტი

Lizzo-მ ახალი ალბომი, სახელწოდებით BITCH დააანონსა

არტისტის განმარტებით, მისი მიზანია, ალბომის სახელწოდებად გამოყენებული ტერმინი თავდაჯერებულობისა და საკუთარი თავის სიყვარულის სიმბოლოდ აქციოს.
მეტი
ალიშია კისი 2025 წლი Met Gala-ზე, ნიუ-იორკი. Gilbert Flores/Variety

ალიშა კისის თქმით, მუსიკალური ინდუსტრია კვლავ „ძველი ბიჭების ქსელია“, სადაც ქალებისთვის კარი დახურულია

„იმის ნაცვლად, რომ ამაზე უბრალოდ გავბრაზებულიყავი, მივხვდი, დადგა დრო, შესაძლებლობები თავადვე შეგვექმნა“ - ამბობს მომღერალი.
მეტი