Mary J. Blige-მა შვილების გაჩენაზე უარის თქმის გადაწყვეტილება ახსნა  

არტისტი მიშელ ობამასა და კრეიგ რობინსონის პოდკასტს – IMO-ს სტუმრობდა.
Mary J. Blige
ILYA S. SAVENOK/GETTY IMAGES FOR LIFETIME

Mary J. Blige მიშელ ობამასა და კრეიგ რობინსონის პოდკასტს – IMO-ს ეწვია, სადაც თავის პირად ცხოვრებაზე, კერძოდ კი იმაზე ისაუბრა, თუ რატომ არ ჰყავს ბიოლოგიური შვილები.

„ჩემ გარშემო ბევრს ვხედავდი, ვინც წვალობდა. ვხედავდი, ჩემი ოჯახის წევრებს როგორ სჭირდებოდათ ძიძები და როგორ არ ჰქონდათ არჩევანი ან თავისუფლება. როცა ახალგაზრდა ვიყავი, სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე: მე შვილები არ მინდა.“

არტისტმა ისიც გაამხილა, რომ ასაკის მატებასთან ერთად შვილების არყოლას ხანდახან ნანობდა კიდეც, თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც ბედნიერია იმ ცხოვრებით, რაც აქვს.

„წლების მატებასთან ერთად ამჩნევ, რამდენად ძვირფასია მშობლებისთვის შვილი. ხანდახან მარტოსული ვარ, ხშირად ვარ მარტო, მაგრამ დროს მაინც კარგად ვატარებ,” – თქვა ბლაიჯმა.

მიშელ ობამამ აღნიშნა, რომ ქალები ხშირად განიცდიან ზეწოლას, თითქოს შვილების გაჩენა მათი ვალდებულება იყოს: „შენ არ ხარ ვალდებული, იყო დედა. ეს არ გაქცევს სრულფასოვან ადამიანად. თუ თავად არ ხარ სრულფასოვანი პიროვნება, ბავშვი ამას შენ ნაცვლად ვერ იზამს. ის ვერ შეგივსებს დანაკლისს.”

Mary J. Blige 2003 წელს პროდიუსერ კენდუ აიზაქსზე დაქორწინდა, თუმცა 2016 წელს განქორწინების გადაწყვეტილება მიიღო. ბლაიჯმა და აიზაქსმა ხმაურიანი დავა საბოლოოდ 2018 წელს დაასრულეს.

ამჟამად Mary J. Blige ლას-ვეგასში შოუების სერიის მორიგი ეტაპისთვის ემზადება, რომელიც 23 ოქტომბერს განახლდება. არტისტის ბოლო ალბომი – Gratitude 2024 წელს გამოვიდა. აგვისტოს დასაწყისში ის ნიუ-ჯერსიში, კრის ბრაუნისა და აშერის R&B ტურნეს კონცერტზე სპეციალური სტუმრის სტატუსითაც გამოჩნდა.

იხილეთ Mary J. Blige-ის სრული ინტერვიუ:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„ღამის სერენადები 2026” გაიხსნა

შემდეგი სტატია

IMANY - Flitz Experience

IMANY-ს კონცერტი თბილისში 

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი