„ღამის სერენადები 2026” გაიხსნა

ფესტივალის მომდევნო კონცერტებს ბათუმი და თბილისი უმასპინძლებს.

19 ივლისს ბორჯომში ფესტივალი „ღამის სერენადები” გაიხსნა. საზეიმო კონცერტი სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანში” გაიმართა, სადაც მსმენელის წინაშე წარდგნენ: ბეატრიჩე ვენეცი – დირიჟორი, იუკი სერინო – ვიოლინო, ლელა მჭედლიძე – ფესტივალის ორკესტრ „საქართველოს ვირტუოზების” პირველი ვიოლინო. 

წლევანდელი ფესტივალი ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება. 2024 წლიდან „ღამის სერენადები” სწორედ ლეგენდარული მევიოლინის სახელს ატარებს. 

საფესტივალო პროგრამა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. საქართველოს სამ ქალაქში ჯამში შვიდი კონცერტი გაიმართება, რომელთა ფარგლებშიც სცენაზე წარდგებიან მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, ასევე ახალგაზრდა, ნიჭიერი შემსრულებლები: ბეატრიჩე ვენეცი, იუკი სერინო, ანდრეს გაბეტა, მარიო სტეფანო პიეტროდარკი, გლორია კამპანერი, იან-ერიკ გუსტავსიონი, ანა-ლიზა ბეზროდნი, სანდრო ნებიერიძე, სანდრო გეგეჭკორი, ნელო სალცა, მარიამ მაჩიტიძე, ნიკოლოზ ვადაჭკორია, გიორგი შიოლაშვილი, ლელა მჭედლიძე და გია ყანჩელის სახელობის ახალგაზრდული ორკესტრი.

გიორგი ისაკაძე – „ღამის სერენადების” სამხატვრო ხელმძღვანელი:

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ფესტივალის ქალაქ ბორჯომში გამართვა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრადიცია აღდგა. ბრწყინვალედ ჩაიარა გახსნითმა კონცერტმა.  ახლა კი ფესტივალი ქალაქ ბათუმში გადაინაცვლებს, სადაც სამი უმნიშვნელოვანესი კონცერტი გველოდება. წლევანდელი კონცერტების სერია კი თბილისში საზეიმოდ დაიხურება.”

ბეატრიჩე ვენეცი – დირიჟორი:

„პირველად ვარ ქალაქ ბორჯომში. მოხარული ვარ, საოცრად ემოციური წუთებია. მსმენელის ემოციები, რომელიც ჩვენზე გადმოდის, სასწაულია. მიხარია, რომ ასეთი გულთბილი მაყურებელი და მსმენელი გვსტუმრობდა.”

„ღამის სერენადები” 21, 23 და 25 აგვისტოს ბათუმში გადაინაცვლებს. ხოლო 16, 18 და 20 სექტემბერს ფესტივალს უკვე თბილისი უმასპინძლებს. 

ბილეთები შეიძინეთ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Baby Shark-ის ბიჭი უკვე გაიზარდა და მუსიკალურ კარიერას Monsta X-თან კოლაბორაციით იწყებს

შემდეგი სტატია

Mary J. Blige-მა შვილების გაჩენაზე უარის თქმის გადაწყვეტილება ახსნა  

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი