შაკირასა და Burna Boy-ს Dai Dai მსოფლიოს ჩემპიონატიდან ერთი თვის შემდეგაც ჩარტების ლიდერია

Global Excl. U.S. ჩარტის ტოპ ათეულში პირველად მოხვდნენ HUGEL, Imael Angel და Ultra Naté, სიმღერით Movin’ to the Sun.
შაკირა 2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის Halftime Show-ზე
GETTY IMAGES

ფეხბურთის ყველაზე გამორჩეული ტურნირის ფინალური მატჩიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა შაკირასა და Burna Boy-ს Dai Dai კვლავ განაგრძობს მუსიკალურ ჩარტებში დომინირებას. სიმღერა უკვე მეექვსე კვირაა, Billboard Global 200-ის, ხოლო მეცხრე კვირაა, Billboard Global Excl. U.S.-ის პირველ ადგილს იკავებს. 

Dai Dai-მ, რომელმაც Global 200-ის ლიდერობა პირველად ივლისის შუა რიცხვებში მოიპოვა, 14-20 აგვისტოს პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით 40.3 მილიონი სტრიმი და 5 000 გაყიდვა დააგროვა. Global Excl. U.S.  ჩარტში კი, აშშ-ის ფარგლებს გარეთ –  34.4 მილიონი სტრიმი და 3 000 გაყიდვა. წინა კვირასთან შედარებით ეს მაჩვენებლები დაბალია, თუმცა სიმღერა მაინც ახერხებს ჩარტებში პირველი პოზიციის შენარჩუნებას. 

Global 200-ის მეორე ადგილს ელა ლენგლის Choosin’ Texas იკავებს. შემდეგ მოდის Tame Impala-ს Loser, არიანა გრანდეს Hate That I Made You Love Me და ჯასტინ ბიბერის Beauty and a Beat.

რაც შეეხება Global Excl. U.S.-ის ტოპ ხუთეულს, მეორე ადგილს სტაბილურად ინარჩუნებს Hate That I Made You Love Me, შემდეგ მოდის Loser და Beauty and a Beat. მეხუთე პოზიციას კი BTS-ის Swim იკავებს. 

ჩარტის ტოპ ათეულში ასევე პირველად შევიდა HUGEL-ის, Imael Angel-ისა და Ultra Naté-ის Movin’ to the Sun, რომელიც 16 მილიონი სტრიმით ამჟამად მეცხრე ადგილზეა. 

Billboard Global 200 და Global Excl. U.S. ჩარტები სიმღერებს აფასებს მსოფლიოს 200-ზე მეტი ტერიტორიიდან მიღებული სტრიმინგისა და გაყიდვების მონაცემების მიხედვით, რომელსაც Luminate აგროვებს.

Global 200 მოიცავს მონაცემებს მთელი მსოფლიოდან, ხოლო Global Excl. U.S. ჩარტი იმ ტერიტორიების მონაცემებს ითვალისწინებს, რომლებიც აშშ-ის ფარგლებს გარეთ მდებარეობს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ახალი ალბომით, ჯგუფმა KATSEYE-მ Billboard 200-ის ლიდერი პოზიცია პირველად  დაიკავა

შემდეგი სტატია

IMANY - Flitz Experience

Imany  – რწმენა, მუსიკალური სიღრმე და უნიკალური ჟღერადობის ისტორია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი