Baby Shark-ის ბიჭი უკვე გაიზარდა და მუსიკალურ კარიერას Monsta X-თან კოლაბორაციით იწყებს

„იმედი მაქვს, ადამიანები ახლებურად დაინახავენ, თუ ვინ ვარ დღეს.”
Baby Shark Dance
PINKFONG/YOUTUBE

ათი წლის შემდეგ, რაც Baby Shark Dance გლობალურ ფენომენად იქცა, Baby Shark Boy მუსიკაში უკვე საკუთარი წარმატების მიღწევას ცდილობს. 

შემსრულებელი, რომელიც ბავშვობაში Pinkfong-ის Baby Shark Dance-ის ვიდეოში გამოჩენით გახდა ცნობილი, ოფიციალურად შეუდგა საკუთარ მუსიკალურ კარიერას, სიმღერით WAVE, რომელშიც K-პოპ ჯგუფ Monsta X-ის წევრი JOOHONEY მონაწილეობს. ელექტროპოპის სინგლი მილიონობით ბავშვისთვის ნაცნობ მელოდიას სრულფასოვან საცეკვაო ტრეკად გარდაქმნის. 

ეს არ არის უბრალოდ ნოსტალგიური დაბრუნება. Baby Shark-ის ორიგინალი ვერსია ნამდვილ ჰიტად იქცა და 2019 წლის იანვარში Billboard Hot 100-ის 32-ე ადგილს მიაღწია. ახლა კი ამ ფენომენის შექმნაში მონაწილე შემსრულებელს თავად ეძლევა შანსი, მუსიკალურ ჩარტებში საკუთარი კვალი დატოვოს.

WAVE იწყება ყველასთვის ნაცნობი Baby Shark-ის მელოდიით, შემდეგ კი ენერგიულ დენსსა და ტრეპს აერთიანებს. Baby Shark Boy (რომლის სახელია პაკ გან-რუნგი) თავადვე მონაწილეობდა სიმღერის ტექსტის შექმნაში, რომელიც საკუთარ ცხოვრებისეულ მოგზაურობას ასახავს.

„ჩემთვის Baby Shark Dance პირველი ტალღა იყო, რომელიც 10 წლის წინ დაიწყო,” – ამბობს ის „ბილბორდისთვის” გაზიარებულ განცხადებაში. „მე ამ ტალღაზე გავიზარდე. ახლა კი, როგორც Baby Shark Boy, ახალი დასაწყისის წინაშე ვდგავარ.”

ახალი სინგლი ყოფილ საბავშვო შემსრულებელს მკაფიოდ K-პოპის სამყაროში წარადგენს. სიმღერაში მონაწილეობს Monsta X-ის წევრი JOOHONEY, რომელიც Baby Shark Boy-ს შესრულებას თავისი რეპვოკალით ამდიდრებს. ქორეოგრაფია კი TEAM SAME-ს ეკუთვნის.

თანმხლები ქორეოგრაფია შთაგონებულია ორიგინალი Baby Shark Dance-ის მოძრაობებით, თუმცა ისინი K-პოპის სტილშია გადაწყვეტილი. მოძრაობები კვლავ მარტივად გასამეორებელი და ისეთივე ჰიპნოზურია, როგორც ორიგინალში.

განსაკუთრებით შესაფერისია ნამუშევრის გამოცემის დრო, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მასშტაბურ წარმატებად იქცა ორიგინალი სიმღერა. Baby Shark Dance-მა იუთუბზე 17.2 მილიარდ ნახვას გადააჭარბა, რითაც ის პლატფორმის ყველა დროის ყველაზე ნახვადი ვიდეო გახდა. Baby Shark Boy 2025 წელსაც მოულოდნელად დაბრუნდა ფრენჩაიზის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მოკლე ვიდეოებში, სადაც მისმა გამოჩენამ 22 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.  

და მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალი Baby Shark ერთ დროს სრულიად მოულოდნელად იქცა „ბილბორდის” ჰიტად, Baby Shark Boy-ს ახლა სრულიად განსხვავებული მიზანი აქვს: მაყურებელს გააცნოს ის ადამიანი, რომელიც ვირუსულად გავრცელებული საბავშვო ვიდეოს მიღმა დგას. „ეს წინსვლის სურვილი WAVE-ში ჩავდე და იმედი მაქვს ადამიანები ახლებურად დაინახავენ, თუ ვინ ვარ დღეს,” – ამბობს ის.

ამ დებიუტის ისტორია მხოლოდ ერთი სინგლით არ სრულდება. The Pinkfong Company დოკუმენტურ ფილმს ამზადებს, სახელწოდებით WAVE: Becoming Baby Shark Boy, რომელიც კულისებიდან გვაჩვენებს მის გზას Baby Shark Dance-იდან სადებიუტო სინგლის შემსრულებლამდე. გარდა ამისა, კომპანია სხვა თანამშრომლობებსაც განიხილავს, მათ შორის მის შესაძლო გამოჩენას Baby Shark-ის ფილმში, რომლის პრემიერაც 2026 წლის ზამთარშია დაგეგმილი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2Pac-ის დის განცხადებით, ოჯახს არასდროს ჰქონია მოლოდინი, რომ რეპერის მკვლელობისთვის სამართლიანობა აღდგებოდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კოლუმბიის მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სკოლების აღსადგენად შაკირა 1.25 მილიონ დოლარს გამოყოფს

ჩოკოს რეგიონის სკოლების აღსადგენად მომღერალი Global Citizen-თან, Live Nation-სა და CAF-თან გაერთიანდა.
მეტი