ბიონსეს ახალი ალბომი Cowboy Carter

Renaissance-ის ტრილოგიის მეორე მოქმედება Cowboy Carter უკვე ყველა მუსიკალურ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი
ბიონსე COWBOY CARTER - ფოტო: ბლერ კალდუელი
ბიონსე COWBOY CARTER – ფოტო: ბლერ კალდუელი

29 მარტს ბიონსემ რიგით მერვე სტუდიური ალბომი გამოსცა.

გრემის გამარჯვებულმა მუსიკოსმა  სინგლები 16 Carriages და Texas Hold ‘Em ახალი ალბომის გამოსვლამდე გამოაქვეყნა, რასაც ბილბორდის საუკეთესო 100-ში ლიდერობა მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ტრეკები უდაოდ ქანთრი მუსიკის ჟანრშია, ბიონსე მაინც არ კარგავს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ სტილს. „ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია“ – ამბობს მუსიკოსი.

ალბომი სავსეა ვარსკვლავ შემსრულებლებთან თანამშრომლობით შესრულებული სიმღერებით. მათ შორის არიან: მაილი საირუსი, პოსტ მელოუნი, დოლი პარტონი, უილი ნელსონი, ლინდა მარტელი, ტანერ ადელი, უილი ჯონსი, რაფაელ საადიკი, The-Dream და Shaboozey. საერთო ჯამში ალბომი საკმაოდ მრავალფეროვანია ის ქანთრის, ფანკის, ჰიპ-ჰოპისა და როკის ნაზავს წარმოადგენს. 

Cowboy Carter ბიონსეს სამმოქმედებიანი პროექტის მეორე ნაწილია, რომელიც  COVID პანდემიის დროსაა ჩაწერილი. პირველი ნაწილის, Renaissance-ის დებიუტი ბილბორდ 200-ში შედგა. ალბომმა ბიონსეს ისტორიაში ყველაზე მეტი გრემის მფლობელი არტისტის ტიტული მოუტანა. 

მიუხედავად იმისა, რომ Cowboy Carter ალბომ Renaissance-ის ერთგვარი გაგრძელებაა, ბიონსემ აღნიშნა, რომ ამ ალბომის შთაგონების წყარო, გარკვეულწილად, რამდენიმე წლის წინ მომხდარ არასასიამოვნო ფაქტს უკავშირდება. სავარაუდოდ კი ეს ფაქტი 2016 წელს, CMA-ის დაჯილდოებაზე, ბიონსეს და Dixie Chicks-ის მიერ შესრულებულ სიმღერა Daddy Lessons-ის უკავშირდება.

მოისმინეთ ბიონსეს ახალი ალბომი Cowboy Carter 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ Billboard საქართველოს მიერ გადაღებული ვიდეოკლიპი ლეო დელიბის ცნობილ კომპოზიციაზე „ყვავილების დუეტი”

შემდეგი სტატია

მაილი საირუსი ბიონსეს ალბომ Cowboy Carter-ში თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი