„ჯადოსნური ეკრანი – ამბები ქართული ანიმაციიდან” 

პროექტი ძველი ქართული მულტფილმების განახლებასა და გაფერადებას ითვალისწინებს, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებში ქართული ანიმაციის პოპულარიზებას.

3 და 4 აპრილს რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენა პროექტს „ჯადოსნური ეკრანი – ამბები ქართული ანიმაციიდან” უმსპინძლებს.

პროექტი თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე ქართული ანიმაციის შედევრებს აერთიანებს. მის ფარგლებში ბავშვებს შესაძლებლობა მიეცემათ, ძველი ქართული ანიმაციები ახლებური, გაფერადებული ვერსიით იხილონ. ეს კი ხელს შეუწყობს ქართული მულტფილმების პოპულარიზებას იმ მუსიკასთან ერთად, რომელსაც დიდი კომპოზიტორები სპეციალურად ანიმაციური ფილმებისთვის ქმნიდნენ. ესენი იყვნენ გია ყანჩელი, ჯანსუღ კახიძე, მერი დავითაშვილი, ალექსანდრე ბასილაია, ნუნუ გაბუნია და სხვები.

სასცენო წარმოდგენას ერთგვარი მიუზიკლის ფორმა ექნება, სადაც ყველა თაობის საყვარელი ქართველი მომღერლები ქართული ანიმაციური ფილმებიდან უკვდავ სიმღერებს შეასრულებენ. წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებენ: ნუკრი კაპანაძე, ნეკა სებისკვერაძე, ლიზა ბაგრატიონი თეატრალურის კვარტეტი, დათო ნოზაძე, მანანა თოდაძე, ეკა მამალაძე, გიორგი სუხიტაშვილი და ვოკალის აკადემიის კვარტეტი – 4. საღამოს მუსიკალურ თანხლებას გაუწევს ბენდი მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით. მუსიკალური ნომრები, ქორეოგრაფიული დადგმებითა და რეჟისორ ნიკა საბაშვილის საინტერესო გადაწყვეტით, მაყურებელს ქართულ ანიმაციაში ამოგზაურებს. 

საღამოს წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე იქნება. საინტერესო ისტორიებითა და ეპოქის ანალიზით, ის ბავშვებს ხელახლა შესთავაზებს ძველ ქართულ ანიმაციებს, რომლებიც აქამდე, მათი ფერებისა და ფირების ხარისხის გამო, თანამედროვე ბავშვებისთვის არცთუ ისე მიმზიდველი იყო. „ჯადოსნური ეკრანი” კი ბავშვების ქართულ მულტფილმებთან ხელახლა ზიარების მცდელობა იქნება – ამჯერად განახლებული, ფერადი ვიზუალითა და თანამედროვე ხარისხით.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ანუშკა ჩხეიძის ექსპერიმენტული კონცეფციის ალბომი, რომელიც შვეიცარიულ არქიტექტურულ სტუდიასთან კოლაბორაციით შეიქმნა

შემდეგი სტატია

მსახიობ ბილი პაიპერის თქმით, ემი უაინჰაუსს სკოლაში აბულინგებდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი