კორტნი ლავის თქმით ტეილორ სვიფტი არ არის საინტერესო არტისტი

როკ-მუსიკოსი კორტნი ლავი არც ლანა დელ რეის და მადონას გულშემატკივარია.
კორტნი ლავი 2019 წლის ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე. ფოტო: ნიკოლას ჰანტი
კორტნი ლავი 2019 წლის ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე. ფოტო: ნიკოლას ჰანტი

ამერიკული ალტერნატიული როკ-ჯგუფის, The Hole-ის ვოკალისტმა კორტნი ლავმა ბრიტანულ გამოცემა The Standard-თან ინტერვიუს დროს ქალ შემსრულებლებზე ისაუბრა. მისი თქმით, ის პატი სმიტის, ნინა სიმონეს, პიჯეი ჰარვის და დები ჰარის გულშემატკივარია, თუმცა ტეილორ სვიფტი არ მოსწონს.

„ტეილორ სვიფტი არ არის მნიშვნელოვანი არტისტი. ის შესაძლოა უსაფრთხო სივრცეა პატარა გოგონებისთვის, ალბათ ახალი თაობის მადონაა, მაგრამ ჩემი აზრით საინტერესო არტისტი არ არის. არ მომწონს ლანა დელ რეიც. მას შემდეგ, რაც მან ჯონ დენვერის სიმღერა შეასრულა, ნამდვილად ვფიქრობ, რომ შვიდწლედის განათლება უნდა მიიღოს. სანამ ლანა დელ რეი სიმღერა Take Me Home Country Roads-ს შეასრულებდა, მანამდე ვფიქრობდი, რომ ძალიან კარგი მომღერალი იყო. როცა ახალ ალბომზე ვმუშაობდი, მომიწია კიდეც, რომ ლანა დელ რეისთვის არ მესმინა, რადგან ის ჩემზე ზედმეტად დიდ გავლენას ახდენდა.“ – თქვა კორტნი ლავმა გამოცემასთან ინტერვიუს დროს.

ინტერვიუს ბოლოს კორტნიმ დაამატა, რომ არც მადონას გულშემატკივარი იყო: „მე ის არ მომწონს და ვიცი, არც მას მოვწონვარ.“ – ამბობს კორტნი.

მიუხედავად იმისა, რომ კორტნი ლავი ბევრ ქალ შემსრულებელს აკრიტიკებს, იგი ყოველთვის მხარს უჭერს ქალ არტისტ- შემსრულებლებს. 2023 წლის მარტში როკ-მუსიკოსმა Guardian-ისთვის რეზენცია გამოაქვეყნა, რომლის მთავარი მიზანი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ქალ შემსრულებელთა ნაკლებობის ხაზგასმა იყო. სტატიის სათაურია „რატომ არიან ქალი შემსრულებლები როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის მიერ მარგინალიზებულნი“.

კორტნი ლავის თქმით, ამ სტატიამ ნამდვილად დიდი გავლენა მოახდინა, რადგან 2023 წლის ნომინაციების მიხედვით როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის 40-წლიან ისტორიაში ამ წელს ყველაზე მეტი ქალი შემსრულებელი იყო ნომინირებული. 

„თუ როკ-ენ-როლის დიდების დარბაზს არ სურს დაინახოს, თუ როგორ იმეორებს სტრუქტურული რასიზმის და სექსიზმის ძალადობას, რომელსაც ქალი არტისტები მუსიკალურ ინდუსტრიაში აწყდებიან, თუ არ შეუძლიათ სათანადო პატივი მიაგონ და დაინახონ, თუ რა შექმნეს ინოვაციურმა ქალმა არტისტებმა, მაშინ ჯოჯოხეთამდეც გზა ჰქონიათ.“ – ასე ასრულებს კორტნი ლავი Guardian-ისთვის დაწერილ რეცენზიას.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Aine Merme

Aine Merme-ს მუსიკალური საღამო

შემდეგი სტატია

ედემი ხვიჩიას ომის დროს „დაკარგული“ ოჯახი და შეხვედრა ცოლ-შვილთან

შეიძლება დაგაინტერესოთ

Ariana Grande on 'Sentimental Men Podcast. Courtesy Photo

არიანა გრანდეს თქმით, ფილმ Wicked-ში გლინდას როლის მოპოვებისთვის მხოლოდ სუპერვარსკვლავობა საკმარისი არ იყო

მომღერალი ემოციურად იხსენებს კრისტინ ჩენოვეთის სიტყვებს გლინდას როლის შესახებ
მეტი

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

ნინი ნუცუბიძე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკალური დაჯილდოების, Billboard Women in Music-ის Global Force-ის ნომინანტთა სიაშია.  8 მარტს…
მეტი

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

2024 წელს წინანდლის მამულის ამფითეატრში ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ტრადიციული ღონისძიება, „ევროპაკონცერტი” გაიმართება.  პოლ მაკარტნიმ დაკარგული გიტარა იპოვა  თამადამ…
მეტი

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

8 მარტს Billboard Georgia Stage „ბასისტების დედოფალს” – ნიკ უესტს უმასპინძლებს მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, მებო ნუცუბიძემ ახალი სიმღერა…
მეტი

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

ჯონი მიტჩელი პირველად იმღერებს გრემის დაჯილდოებაზე არიზის ცნობილ ჯაზ-კლუბში საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის, Berklee College of…
მეტი