ბილი აილიშმა ახალი ალბომი გამოსცა

Hit Me Hard and Soft ბილი აილიშის მესამე სტუდიური ჩანაწერია და 10 ტრეკს აერთიანებს.

17 მაისს ბილი აილიშის ახალი ალბომი სახელწოდებით Hit Me Hard and Soft ოფიციალურად გამოიცა და სტრიმინგ სერვისებზე განთავსდა. ალბომის პროდიუსერი ტრადიციისამებრ პოპ მუსიკოსის ძმა, ფინიას აილიშია. Hit Me Hard and Soft ბილი აილიშის მესამე სტუდიური ჩანაწერია და 10 ტრეკს აერთიანებს. არტისტმა სადებიუტო LP – When We All Fall Asleep, Where Do We Go? 2019 წელს გამოსცა, 2021 წელს კი მეორე ალბომი – Happier Than Ever წარადგინა. ორივე ნამუშევარი Billboard 200-ის ჩარტის ლიდერი გახდა და პირველ ადგილს კვირაზე მეტხანს იკაცებდა. ახალი ალბომის გამოსვლამდე ბილი აილიშს ცალკეული სინგლები არ გაუვრცელებია. როგორც 22 წლის მომღერალმა თავის ფანებს აუწყა, მას სურდა, ყველა ნამუშევარი ერთდროულად მიეტანა მსმენელამდე.

17 მაისიდან აილიშის გულშემატკივრებს მთლიანი ალბომის მოსმენის შესაძლებლობა აქვთ. ოფიციალურ გამოცემამდე ალბომის მოსმენის საპრეზენტაციო წვეულებები ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში გაიმართა. სიმღერები ეხება ისეთ თემებს, როგორიც არის: ურთიერთობის საწყისი ეტაპები და დაშორების მტკივნეული შედეგები, სექსუალობისა და იდენტობის პოვნა, საკუთარი თავის რწმენა, ცხოვრებისეული ნავიგაცია ყურადღების ცენტრში ყოფნის კვალდაკვალ. Hit Me Hard and Soft ბილი აილიშის ყველაზე მრავალფეროვანი და მოწიფული ალბომია. ამავდროულად, სავარაუდოა, რომ ეს ალბომი მისი ადრეული შემოქმედებითი ეპოქის თაყვანისმცემლებსაც მოეწონებათ. ამ ვარაუდს განაპირობებს ბილი აილიშის ინტერვიუ Rolling Stone-თან, რომელშიც მან აღნიშნა, რომ ალბომს თავის ენიგმატურ, ლურჯთმიან თინეიჯერობასთან დაბრუნებად აღიქვამს.

„მთელი [შემოქმედებითი] პროცესის განმავლობაში ვგრძნობდი, რომ ვუბრუნდებოდი იმ გოგოს, რომელიც ადრე ვიყავი,” – ამბობს არტისტი. „ყველაფერში მას ვეძებდი. თითქოს ის მსოფლიომ და მედიამ დაახრჩო. არ მახსოვს ის მომენტი, როცა წავიდა.”

მოუსმინეთ ბილი აილიშის ახალ ალბომს – Hit Me Hard and Soft.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„გუგლმა” თავისი ახალი ეპოქა ჯეი-ზის სიმღერის თანხლებით წარადგინა

შემდეგი სტატია

Prince - 1984 წლის Purple Rain-ის ტურნეს დროს, 4 ნოემბერი, ჯო ლუის არენა, დეტროიტში, ფოტო: როს მარინო

Prince-ის შესახებ გადაღებული ფილმი Purple Rain 4K-ში გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი