კამილა კაბეიომ Billboard Latin Women in Music-ის დაჯილდოებაზე დედაზე ისაუბრა

კუბელ-მექსიკელი არტისტი Global Impact Award-ის მფლობელი გახდა.
კამილა კაბეიო
Amy Sussman/Getty Images

Billboard Latin Women in Music-ის დაჯილდოებაზე Global Impact Award-ის მფლობელმა კამილა კაბეიომ ის ქალები გამოყო, რომელთაც მის ცხოვრებასა და კარიერაზე დიდი გავლენა იქონიეს.

ინგლისურ და ესპანურ ენებზე კაბეიომ ემოციურად ისაუბრა დედაზე, რომელიც ცერემონიას ესწრებოდა.  „ვფიქრობდი, რა მეთქვა დღეს აქ, თქვენ წინაშე,და გადავწყვიტე, ეს მომენტი დედისთვის მადლობის სათქმელად გამომეყენებინა. გულწრფელად რომ ვთქვა, მასზე ასე არასდროს მისაუბრია და მინდა, ეს დღეს გავაკეთო.”

ამის შემდეგ კაბეიომ ისაუბრა დედის ძალასა და უნარზე, რომლითაც რთულ პერიოდებში მის გამხნევებას ახერხებს. „როცა მთელ მსოფლიოში პრობლემებია და ახალი ამბების სათაურები ომზე და სიკვდილზე გულს მიკლავს, დედაჩემი მახსენებს, რომ ამ სამყაროში არსებობს სიყვარულიც. ის თავისი უსასრულო ძალით შთამაგონებს და უშრეტ ენერგიას გადმოგვცემს მე და ჩემს დას, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად დაღლილია თავად. ის მაჩვენებს, რომ ამ სამყაროში არსებობს იმედი. მისი საუკეთესო რჩევა კი არის არა ის, რასაც ამბობს, არამედ ის, რასაც თავად აკეთებს: სიკეთე, ემპათია და ყველაზე მნიშვნელოვანი – ის, თუ როგორ ექცევა ადამიანებს.”

სამადლობელ სიტყვაში კაბეიომ ასევე ახსენა ღონისძიებაზე დაჯილდოებული სხვა ქალებიც და მათ შორის რამდენჯერმე გამოყო გლორია ესტეფანი. „ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ამ ჯილდოს ამ ადამიანებთან ერთად გაზიარება. გლორია ესტეფანი… ხომ არ ხუმრობთ? კეროლ ჯი, ანა ბარბრა, კენი გარსია, ლა ინდია, კალი უჩისი. მიყვარხართ ყველა, თქვენ გასაოცრები ხართ. თქვენ ყველანი ჩემი და სხვა ქალების შთაგონების წყარო ხართ. ყველას გესალმებით. გლორია, მიყვარხარ!”

მომღერალმა ასევე მადლობა გადაუხადა თაყვანისმცემლებს და მათ ერთი რჩევაც მისცა: „მინდა, მათ ვუთხრა, რომ არ დააკნინონ თავიანთი ქმედებების ძალა, იყვნენ კეთილგანწყობილი სკოლაში გადმოსული ახალი მორცხვი ბავშვის მიმართ, დაუდგნენ გვერდით მეგობარს, რომელიც იჩაგრება და ჩაერთონ იმ საკითხში, რაზეც ღელავენ. სიკეთის ყველა აქტი ჯაჭვურ რეაქციას იწვევს.”

„ყოველდღე მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ვარ კუბელი და მექსიკელი მაიამიდან. ვამაყობ, რომ წარმოვადგენ ახალგაზრდა ადამიანებს ისეთივე ისტორიებით, როგორიც ჩემია და რომ ვამტკიცებ შესაძლებლობებს. დღეს მე აქ ვარ, ბევრი ადამიანის სიკეთისა და გულისხმიერების გამო და ყოველდღე ვახსენებ ჩემს თავს, რომ ეს ყველაფერი სხვას უნდა გადავცე. მიყვარხარ, დედა და მიყვარხართ ყველა. მიყვარხარ, გლორია ესტეფან.”

ნახეთ კამილა კაბეიოს სიტყვით გამოსვლა:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ხატია ბუნიათიშვილი Cartier-ს ახალ რეკლამაში მსოფლიო კინოს ვარსკვლავებთან ერთად მონაწილეობს

შემდეგი სტატია

The Tiger Lillies – ალტერნატიული კაბარეს ნათლიები Tbilisi Open Air-ის სცენაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი