The Tiger Lillies – ალტერნატიული კაბარეს ნათლიები Tbilisi Open Air-ის სცენაზე

ბრიტანული ბენდი ქართველი მაყურებლის წინაშე 23 ივნისს წარდგება.
The Tiger Lillies
Daniela Matejschek

23 ივნისს Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე ბრიტანული ჯგუფი Tiger Lillies წარდგება. 

ალტერნატიული კაბარეს ნათლიები – ასე მოიხსენიებენ ჯგუფს, რომელიც, რთულია, ერთი წინადადებით განსაზღვრო. შანსონის, ოპერის, ბოშური მუსიკის, კაბარესა და  ვოდევილის ნაზავი – ასე გამოიყურება მოკლედ ბრიტანული როკტრიოს Tiger Lillies შემოქმედება. 

ჯგუფი 1989 მარტინ ჟაკმა დააარსა, რომელმაც ბენდში დრამერისა და ბასისტის პოზიციებზე განცხადებები გამოაქვეყნა. მას მხოლოდ ორადორი ადამიანი გამოეხმაურა: ადრიან ჰიუჯი (დრამერი) და ფილ ბატჩერი (ბასისტი). ასე შეიქმნა ჯგუფის პირველი შემადგენლობაც. 

ავანგარდული ტრიო გამორჩეული სტილით მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში და ბენდმა სწრაფად გაიკვალა გზა ლონდონის პაბებიდან სიდნეის ოპერის თეატრის სცენამდე. Სულ მალე Tiger Lillies მსოფლიო ტურნეებს მართავდა. მათ შოუებში მონაწილეობდნენ არტისტები ხელოვნების ფართო სპექტრიდან: ცირკის აკრობატებიდან შექსპირის მსახიობებამდე, ექსპერიმენტული მოცეკვავეებიდან ავანგარდულ ფოტოგრაფებამდე და ბურლესკის მეთოჯინეებიდან კლასიკურ მუსიკალურ ანსამბლებამდე. დღეს, თითქმის 4 ათწლეულის შემდეგაც, ჯგუფის მუსიკა ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და ორიგინალურ ჟღერადობად დარჩა. 

90-იან წლებში ბენდი განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო. მათ გამოსცეს სამი ალბომი: Spit Bucket (1995), The Brothel to the Cemetery (1996) და  Farmyard Filth (1997). 1998 წელს კი შექმნეს მე-19 საუკუნის გერმანული საბავშვო წიგნის მუსიკალური ადაპტაცია. პროდუქცია იმავე წელს ბენდის ალბომად გადაიქცა, რომელმაც ორი Olivier Awards დაიმსახურა. 2003 წელს ტრიომ Kronos Quartet-სა და ილუსტრატორ და მწერალ ედვარდ გორისთან ერთად იმუშავა კარიერის კიდევ ერთ სავიზიტო პროექტზე – The Gory End. პროექტის შთაგონება ედვარდ გორის გამოუქვეყნებელი მოთხრობები და ნახატები გახდა, რომელიც მან ბენდს თავად გაუგზავნა. ალბომი გორის გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა და 2004 წელს გრემის ნომინანტთა სიაშიც მოხვდა. წლების განმავლობაში The Tiger Lillies აკეთებდა მუსიკალურ ადაპტაციებს ისეთი ნაწარმოებებისა, როგორებიცაა „პანჩი და ჯუდი” (2004) , „ასანთის გამყიდველი გოგონა” (2006), „მოხუცი მეზღვაურის სიმღერა” (2012) და „ჰამლეტი” (2012). 

ბენდის მუსიკალური სამყარო მუქი, უჩვეულო და მრავალფეროვანია, სევდიანი მომენტებითა და შავი იუმორით. როგორც მარტინ ჟაკი ამბობს, ისინი მღერიან „ყველაფერზე, რაც არ ეხება მდელოებზე მორბენალ ლამაზ ქერა გოგოებსა და ბიჭებს.” მათი სიმღერები ცხოვრების ბნელ ასპექტებზეა, დაწყებული პროსტიტუციიდან და წამალდამოკიდებულებიდან, დამთავრებული ძალადობითა და სასოწარკვეთით. 

მათი მუსიკა ერთგვარი ექოა ბერტოლტ ბრეხტისა და ჟაკ ბრელის შემოქმედების. ბენდის სტილი შთაგონებულია ბრეხტისა და კურტ ვეილის შედევრით „სამგროშიანი ოპერა”, შესაბამისად, მათ „ბრეხტისეულ ანარქისტულ ქუჩის საოპერო ტრიოსაც” უწოდებენ. 

ჯგუფის წევრები წლების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალნენ და დღეს მისი პირვანდელი შემადგენლობიდან მხოლოდ მარტინ ჟაკი დარჩა. ამჟამად Tiger Lillies-ის წევრები არიან: მარტინ ჟაკი, ადრიან სტაუტი და ბადი ბატენოპი. სწორედ ამ შემადგენლობით ეწვევა ბენდი თბილისსაც.

Tbilisi Open Air-ის Ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კამილა კაბეიომ Billboard Latin Women in Music-ის დაჯილდოებაზე დედაზე ისაუბრა

შემდეგი სტატია

Latin Women In Music 2024-ის ცერემონიის სახით აუდიტორიამ ემოციური შოუ იხილა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Mechanical Rainbow ფოტო: ნიტა შარიფაშვილი

Mechanical Rainbow-ს ახალი სინგლი PANDORA

„PANDORA ამ ქაოსში დამაბნეველი, მაგრამ გულწრფელი ურთიერთობებით გამოწვეული ემოციების ნაკრებია, ხოლო ამ გაურკვევლობის გამორკვევა და ინტერპრეტაცია, სჯობს, ხალხს მივანდოთ.“
მეტი
მაიკლ ჯექსონი და Madonna ლოს ანჯელესი, 1991 წლის 25 მარტი Pierre-Giles Vidoli/WWD

Madonna და მაიკლ ჯექსონი Billboard 200-ის საუკეთესო ათეულში ბოლო 25 წლის განმავლობაში ერთად პირველად მოხვდნენ

Madonna-ს ახალი ალბომი CONFESSIONS II Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილზე მოხვდა და ის საუკეთესო ათეულში მაიკლ ჯექსონის ლეგენდარულ ალბომს, Thriller-ს შეუერთდა, რომელიც ასევე ჩარტის ლიდერთა შორისაა.
მეტი
ნოდარიკო ხუციშვილი - ნაყინი / Nodariko Khutsishvili - ნაყინი

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სინგლი  – „ნაყინი“

ახალი ტრეკი ზაფხულის, ფლირტისა და მხიარული განწყობის შესახებ მოგვითხრობს. სიმღერის მუსიკალურ პროდაქშენზე ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავეს.
მეტი
ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

დეტროიტელი მუსიკოსის მიერ პროდიუსირებული და მიქსირებული Frozen Charlotte საბოლოო სახით ნეშვილში, ჯეკ უაითის Third Man Studio-ში, მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნა.
მეტი

ედ შირანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრები მოინახულა: „ყველას შეუძლია მოგება და მე ვფიქრობ, ეს ჩვენ ვიქნებით”

პოპვარსკვლავი ინგლისის ნაკრებს 2021 წლიდან რეგულარულად სტუმრობს.
მეტი

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია.“
მეტი