პოლ მაკარტნის 82 წელი შეუსრულდა

მუსიკოსმა წვეულება საკუთარ სახლში მოაწყო.
ფოტო: მერი მაკარტნი

პოლ მაკარტნის 18 ივნისს 82 წელი შეუსრულდა. ამ დღის აღსანიშნავად The Beatles-ის ვარსკვლავმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა. „ამბობენ, რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა,” – ვკითხულობთ მუსიკოსის პოსტის აღწერაში. 

წინა ღამით მსახიობმა ოსტინ ბატლერმა გაამხილა, რომ ის მაკარტნის სახლში სადღესასწაულო წვეულებას დაესწრო. ამავე წვეულებაზე სტუმრებს შორის იყვნენ რინგო სტარი, მიკ ჯაგერი, ბრიუს სპრინგსტინი, მერილ სტრიპი, ტეილორ სვიფტი. „სიგიჟე იყო,” – აღნიშნა ბატლერმა ჯიმი კიმელის შოუში სტუმრობისას. „ეს ყველაზე გიჟური წვეულება იყო, რაზეც კი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვყოფილვარ.” 

თავის იუბილემდე ოთხი დღით ადრე მაკარტნიმ და მისმა ბენდმა Wings ცოცხალი ჩანაწერების ახალი ალბომი, One Hand Clapping გამოსცეს. ვარსკვლავმა ასევე ცოტა ხნის წინ ბრუკლინის მუზეუმში ფოტო გამოფენა მოაწყო, სახელწოდებით Eyes of the Storm. ექსპოზიციამ ადრეული წლების კადრები გააერთიანა, რომელზეც ის და The Beatles-ის წევრები, ჯორჯ ჰარისონი და ჯონ ლენონი არიან აღბეჭდილი. 

2023 წლის ნოემბერში პოლ მაკარტნიმ წარადგინა Beatles-ის გამოუქვეყნებელი სიმღერა – Now and Then, რომელიც ძველი აუდიო ჩანაწერიდან აღადგინეს. არტისტი აუდიო სპეციალისტებთან ერთად მუშაობდა, რათა ჯონ ლენონის ჩანაწერები მაღალი ხარისხით აღედგინათ. ეს პროცესი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მიმდინარეობდა, რასაც მაკარტნიმ „ჯადოსნური” უწოდა. 

„როდესაც სტუდიაში ვიყავით, ჯონის ხმა ჩვენს ყურებში ისმოდა,” – თქვა მუსიკოსმა BBC Radio 1-თან გასულ წელს ჩაწერილ ინტერვიუში. „წარმოიდგინეთ, ის თითქოს ჩვენ გვერდით ოთახში,  ხმის ჩამწერ ჯიხურში იყო და ისევ ერთად ვმუშაობდით…ჩემთვის განსაკუთრებული იყო კვლავ ჯონთან ერთად სიმღერა,” – აღნიშნა პოლ მაკარტნიმ. 

იხილეთ პოლ მაკარტნის პოსტი, რომლითაც ის თავის იუბილეს გამოეხმაურა:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რიანა Dior-ის ცნობილი სუნამოს, J’Adore-ის ახალი სახეა

შემდეგი სტატია

კორძი ახალ კომპოზიციას აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი