რიანა Dior-ის ცნობილი სუნამოს, J’Adore-ის ახალი სახეა

Dior-მა ვარსკვლავი სუნამოს სახედ ოფიციალურად 18 ივნისს წარადგინა.
ფოტო: სტივენ კარდინალი / Getty Images

ივნისში რიანამ Fenty Beauty-ის ახალი ხაზი – Fenty Hair წარადგინა. ამ სიახლიდან მალევე კი ცნობილი გახდა, რომ ვარსკვლავი Dior-ის კლასიკად ქცეული სუნამოს, J’Adore-ის ახალი სახეა. 

„სურნელი, რომელიც ჩემთვის კარგად არის ნაცნობი და დიდი ხანია მიყვარს, ქალებისათვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მოუთმენლად ველი, როდის შევუერთდები ამ თავგადასავალს,” – აღნიშნა რიანამ  მოდის ჟურნალ Women’s Wear Daily-ისთან საუბრისას. როგორც რიანა განმარტავს, ის სუნამოს საკუთარი სამყაროს, ისტორიის, კრეატიულობისა და ქალურობის საშუალებით წარუდგენს საზოგადოებს. 

ახალი თანამშრომლობის დასაანონსებლად Dior-მა ინსტაგრამზე რიანას ფოტო გამოაქვეყნა. როგორც აღწერაში ვკითხულობთ, Dior-ისთვის რიანასთან თანამშრომლობა განსაკუთრებით სასიხარულოა. Dior-ის პოსტში რიანა მოხსენიებულია, როგორც საკულტო პერსონა, რომელიც მრავალმხრივი ნიჭითა და სილამაზით არის დაჯილდოებული. 

თანამშრომლობის შესახებ  პოსტს ვხედავთ რიანას ინსტაგრამის ანგარიშზეც. „საიდუმლო გამჟღავნდა,” – ვკითხულობთ პოსტის აღწერაში. 

რიანას J’Adore-ის კამპანიაში 1-ელ სექტემბერს ვიხილავთ. ფოტოები მოდის ცნობილმა ფოტოგრაფმა, სტივენ კლაინმა გადაიღო. 

რიანას Dior-ის მოდის სახლთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს. ვარსკვლავი 2024 წლის პარიზის მოდის კვირეულზე ბრენდის ჩვენებაზე სპეციალურ სტუმრებს შორის იყო. 2015 წელს კი მომღერალი Dior-ის პირველი შავკანიანი ელჩი გახდა. 

„რიანას J’Adore-ის ახალ სახედ არჩევა ჩვენთვის სრულიად გასაგებია. ის არა მხოლოდ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი არტისტია, არამედ მრავალმხრივ ნიჭერი, წარმატებული ბიზნესის მფლობელი, ადამიანის უფლებების დამცველი, ორი შვილის დედა და უნიკალური სილამაზით დაჯილდოებული ადამიანია”- განაცხადა Parfums Christian Dior-ის ხელმძღვანელმა ვერონიკ კორტუამ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ელტონ ჯონი გამოსამშვიდობებელ Farewell Yellow Brick Road ტურნეზე, 2022 წლის 17 ნოემბერი, დოჯერის სტადიონი, ლოს-ანჯელესი. ფოტო: სკოტ დუდელსონი

ელტონ ჯონის ახალი დოკუმენტური ფილმის დებიუტი ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება

შემდეგი სტატია

პოლ მაკარტნის 82 წელი შეუსრულდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი