ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კონცერტი – „მიაზაკის სიზმრები” გაიმართება

საკონცერტო პროგრამა საკულტო იაპონური ანიმაციის სტუდია Ghibli-ს ცნობილ ფილმებში გაჟღერებულ კომპოზიციებს გააერთიანებს.
ფოტო: Red Events Georgia

22 ივნისს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დიდ დარბაზში გაიმართება კონცერტი სახელწოდებით – „მიაზაკის სიზმრები”. საკონცერტო პროგრამა საკულტო იაპონური ანიმაციის სტუდია Ghibli-ს ცნობილ ფილმებში გაჟღერებულ კომპოზიციებს გააერთიანებს. მუსიკალურ საღამოზე შესრულდება ნაწარმოებები ჰაიაო მიაზაკის ისეთი ანიმეებიდან, როგორებიც არის: „ჰაულის მოძრავი სასახლე”, „მოჩვენებებით გატაცებულნი”, „ჩემი მეზობელი ტოტორო” და სხვა. ნაწარმოებებს თანამედროვე ორკესტრი – Mystery Ensemble შეასრულებს. 

ფოტო: Billboard/ Studio Ghibli

აღსანიშნავია, რომ Ghibli-ს ანიმაციების მუსიკალური გაფორმება ნამუშევრების ერთ-ერთ მთავარ მხატვრულ ღირებულებად მიიჩნევა. ნაწარმოებების ავტორი ჯო ჰისაიშია, რომელმაც თავისი კომპოზიციებით Ghibli-ს უნიკალური მუსიკალური სამყარო შექმნა. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ჰისაიში წერდა მუსიკას ფილმების, ანიმეების, კომპიუტერული თამაშების, სატელევიზიო პროექტებისა და რეკლამისთვის. 1998 წელს მან ასევე შექმნა მუსიკა პარაოლიმპიური თამაშებისთვის.

ჯო ჰისაიშის შემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია მისი თანამშრომლობა რეჟისორ ტაკეში კიტანოსა და Ghibli-ს დამფუძნებელ ჰაიაო მიაზაკისთან. ჯო ჰისაიში დღემდე იაპონიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კომპოზიტორია მიიჩნევა, რომელსაც იაპონიის კინოაკადემიისგან რეკორდული რაოდენობის –  ოთხი ჯილდო აქვს მიღებული. 

კონცერტის ორგანიზატორია Red Events Georgia, რომელიც მუსიკალურ საღამოებს განსაკუთრებული კონცეფციით ატარებს და ლოკაციებს ღონისძიების შინაარსიდან გამომდინარე თემატურად არჩევს. „მიაზაკის სიზმრები” ვიდეო გაფორმების თანხლებით ჩატარდება, რაც აუდიტორიას საშუალებას მისცემს, ბოლომდე შეიგრძნონ Ghibli-ს სამყარო. 

კონცერტის შესახებ დამატებითი დეტალებისათვის, ეწვიეთ ბმულს.  

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კევინ კოსტნერმა უიტნი ჰიუსტონზე ისაუბრა და მომღერალ Jewel-თან მის რომანზე გავრცელებულ ჭორებსაც გამოეხმაურა

შემდეგი სტატია

ტაი დოლა საინი კანიე უესტს მისი თაობის საუკეთესო არტისტს უწოდებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი