ტაი დოლა საინი კანიე უესტს მისი თაობის საუკეთესო არტისტს უწოდებს

რეპერი „ბილბორდის” ბოლო გამოცემის ყდაზეა.
ტაი დოლა საინი “ბილბორდისთვის”
Sage East

ტაი დოლა საინმა მისი შემოქმედებითი პარტნიორი კანიე უესტი დაიცვა, რომელთან ერთადაც თებერვალში ალბომი Vultures 1 გამოსცა. რეპერი „ბილბორდის” ბოლო გამოცემის ყდის ვარსკვლავია. 

ვრცელ სტატიაში მან უესტთან თანამშრომლობაზეც  ისაუბრა. კითხვაზე, შიშობს თუ არა, რომ, უესტის სკანდალების გამო ალბომი წარუმატებელი იქნება, ტაიმ უპასუხა: „Ye მისი თაობის საუკეთესო არტისტია, ჩემთან ერთად, და საერთოდ არ მაინტერესებს, რას ლაპარაკობს ხალხი. მე მას ვიცნობ და ის ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, ვისაც კი შევხვედრივარ. ჩემი ანალიზით, ის მუდმივად მწვერვალისკენ მიდის. ხანდახან შეიძლება მოხდეს და რაიმე ისეთი თქვას, რაც ადამიანებისთვის შეურაცხმყოფელია, მაგრამ ისინი მას მაინც უბრუნდებიან.”

ბოლო წლების განმავლობაში კანიე უესტი მუდმივად ყურადღების ცენტრშია სკანდალური გამოსვლების გამო, დაწყებული 2022 წლის პარიზის მოდის კვირეულზე მაისურით White Lives Matter, დასრულებული მის მიერ გავრცელებული ანტისემიტური განცხადებებით, Რის შედეგადაც მან სერიოზული ბიზნესშეთანხმებები დაკარგა, მათ შორის „ადიდასთანაც”. 

ტაი დოლა საინი “ბილბორდისთვის”
Sage East

ინტერვიუში ტაი დოლა საინი აღწერს Vultures-ზე მუშაობის პროცესსაც, რომელიც საკმაოდ დაგვიანებით, 2024 წლის თებერვალში გამოვიდა. „იაპონიაში სასტუმროს ოთახებში ვმუშაობდით, იტალიაშიც სასტუმროს ოთახებში ვმუშაობდით. შემდეგ სტინგმა ნება მოგვცა, მისი იტალიის ვილა გამოგვეყენებინა. თავიდან ვწერდით მისაღებ ოთახში, აუზთან, ვაწყობდით ხმის ჩამწერ მოწყობილობებს. მერე კი აღმოვაჩინეთ, რომ იქ რეალური ხმის ჩამწერი სტუდიები იყო. ძალიან ძვირადღირებული ალბომია. დოკუმენტური ფილმის გადაღებაც შეიძლება.”

მუსიკოსები ამჟამად ალბომის დაგვიანებული გაგრძელების გამოსაცემად ემზადებიან – Vultures 2. „ყველა სიმღერა გვაქვს. უბრალოდ საქმე ისაა, თუ როგორ უნდა გავხადოთ ის კიდევ უფრო დიდი, ვიდრე პირველი ნაწილი. ზოგი ალბათ ელოდება, რომ ზუსტად იმავე ჟღერადობას გავაკეთებთ, მაგრამ ის ჟღერადობა უკვე გამოსულია,”- აღნიშნავს რეპერი.

წაიკითხეთ სრული სტატია.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კონცერტი – „მიაზაკის სიზმრები” გაიმართება

შემდეგი სტატია

The Weeknd-ის Madonna-ს და Playboi Carti-ის სიმღერამ Popular  პლატინის სერტიფიკატი მიიღო

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი