ბათუმი რიგით მე-17 ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს

ფესტივალი 26-28 ივლისს გაიმართება.

26 ივლისს ბათუმში სტარტს აიღებს რიგით მე-17 შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი. ღონისძიების ფარგლებში ქართველი მსმენელის წინაშე, ტრადიციულად, არაერთი ცნობილი შემსრულებელი წარდგება. 

26 ივლისს ფესტივალს გახსნის 11 გრემის მფლობელი არტისტი, კომპოზიტორი და არანჟირების სპეციალისტი ფილიპ ლასისტერი, რომელიც სხვადასხვა დროს მუშაობდა ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან პრინცი, არიანა გრანდე, ჯილ სკოტი და სხვები. ლასისტერი ბათუმს ბენდთან ერთად ეწვევა.

27 ივლისს მსმენელის წინაშე შვეიცარიელი ვირტუოზი დრამერი ჯოჯო მაიერი წარდგება. მუსიკოსი კონცერტს ელექტრონულ კვარტეტთან ერთად გამართავს, სახელწოდებით Nerve, რომელიც თავად მაიერმა 1997 წელს დააარსა.

28 ივლისს კი შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს გრანდიოზული კონცერტით The Jacksons დახურავს. ტიტო, ჯეკი და მარლონ ჯექსონები ქართველი მსმენელის წინაშე ისეთ ჰიტებს შეასრულებენ, როგორებიცაა Can you feel it, I want you back, ABC და სხვები. ჯექსონები ამჟამად მსოფლიო ტურნეში იმყოფებიან, რომელიც მათ ოჯახზე გადაღებულ ფილმს ეძღვნება. ფილმის პრემიერა 2025 წელს შედგება. 

ფესტივალს ბათუმის კორტები უმასპინძლებს. Ბილეთების შეძენას შეძლებთ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ 2024 წლის Bet Awards-ის გამარჯვებულები

შემდეგი სტატია

DEENA-ს ლაივ კონცერტი Mtkvarze

DEENA-ს ლაივ კონცერტი Mtkvarze

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი