9 წლის პრანისკა მიშრამ America’s Got Talent-ში ტინა ტერნერის კლასიკად აღიარებული სიმღერა საოცარად შეასრულა

ახალგაზრდა მომღერალმა პრანისკა მიშრამ მის მუსიკალურ შთაგონებად ტინა ტერნერი, არეტა ფრანკლინი და უიტნი ჰიუსტონი დაასახელა
პრანისკა მიშრა America’s Got Talent-ში
პრანისკა მიშრა America’s Got Talent-ში

America’s Got Talent-ში 2 ივლისს გასულმა ეპიზოდმა მაყურებელს წარმოუდგენლად ნიჭიერი,  ცხრა წლის მომღერალი პრანისკა მიშრა გააცნო, რომელიც ფლორიდის შტატის ქალაქ ტამპადან არის.

პრანისკამ ტინა ტერნერის სიმღერა River Deep, Mountain High საოცრად შეასრულა და აუდიტორიის ოვაციები გამოიწვია, ჟიურის წევრ ჰეიდი კლუმისგან კი ოქროს ზარი დაიმსახურა.

America’s Got Talent-ის მეცხრამეტე სეზონში, სცენაზე წარდგენამდე პრანისკამ სიმღერისადმი გატაცებაზე ისაუბრა.

„ყოველთვის მიყვარდა სიმღერა, ბედნიერად ვგრძნობ თავს. მაშინაც კი, როცა ოთხი წლის ვიყავი, ვთამაშობდი, ვითომ ხელში მიკროფონი მეჭირა და მთელი მსოფლიოსთვის ვმღეროდი.“ 

ახალგაზრდა მომღერალმა პრანისკა მიშრამ მის მუსიკალურ შთაგონებად ტინა ტერნერი, არეტა ფრანკლინი და უიტნი ჰიუსტონი დაასახელა

მიუხედავად იმისა რომ პრანსკა მიშრას ნერვიულობა ეტყობოდა, სიმღერის დაწყებისას მომღერალს თავდაჯერებულობა შეემატა და მსაჯები გაოგნებულები დატოვა.

„ღმერთო ჩემო, ამას არ ველოდი. ჩვენ ბევრ რამეს ველით, მაგრამ ამას ნამდვილად არ ველოდი.“ ამბობს ჰეიდი კლუმი, რომელმაც ოქროს ზარს უყოყმანოდ დაარტყა ხელი.

პრანისკა მიშრა ჟიურის შეფასების შემდეგ სიხარულისგან ტიროდა: „ჩემი ოცნება ახდა, არ მჯერა.“

ნახეთ, ტინა ტერნერის სიმღერა River Deep, Mountain High პრანისკა მიშრას შესრულებით.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯაზისა და საგუნდო მუსიკის მოტივები – ნუცი ნებიერიძისა და გორის ქალთა გუნდის ერთობლივი კონცერტი

შემდეგი სტატია

დუა ლიპა და კალუმ ტერნერი 2024 წლის Glastonbury-ის ფესტივალზე. ფოტო: სამირ ჰუსეინი

დუა ლიპამ მეგობარ ბიჭ კალუმ ტერნერთან ერთად რომანტიკული ფოტოები გააზიარა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი