ჯაზისა და საგუნდო მუსიკის მოტივები – ნუცი ნებიერიძისა და გორის ქალთა გუნდის ერთობლივი კონცერტი

კონცერტი 2 ივლისს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა

თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ნუცი ნებიერიძისა და გორის ქალთა გუნდის ერთობლივი კონცერტი გაიმართა. კონცერტი სპეციალურად მოწვეული სტუმრების გრემის მფლობელი ვარსკვლავის, არი ჰონიგისა და ბიმ როდრიგესის თანამონაწილეობით შედგა, მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ  მუსიკოსები რეზო კიკნაძე, ლუკა თოფურია და ტეტე ნოისი.

კონცერტზე ნუცი ნებიერიძის საავტორო ალბომში შესული საგუნდო კომპოზიციები შესრულდა, რომელიც 2023 წელს Leno Records-ში ჩაიწერა. 

ნიუ-იორკში და თბილისში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა და კომპოზიტორმა ნუცი ნებიერიძემ ჯაზში თოთხმეტწლიანი პრაქტიკის შემდეგ,  ყურადღება მრავალხმიანობაზე, კომპოზიციაზე და მუსიკის ტექნოლოგიაზე გაამახვილა.

ნუცი ნებიერიძე, მომღერალი და კომპოზიტორი: 

„წელს ჩვენ დავგეგმეთ ალბომ რელიზ კონცერტი და შევასრულებთ იმ კომპოზიციებს, რომლებიც შარშან ჩავწერეთ. ეს პროექტი უკვე მეორე წელია ხორციელდება და მეორედ მოვიწვიეთ მუსიკოსები ამერიკიდან. უახლოეს მომავალში ალბომიც გამოვა, რომელიც ძირითადად საგუნდო კომპოზიციებს მოიცავს, ჯაზთან ერთად.  მოწვეული სტუმრები არიან არი ჰონიგისი და ბამ როდრიგესი, ორივე ამერიკაში ცხოვრობს და არიან ძალიან წარმატებული და უაღესად ნიჭიერი მუსიკოსები, ძალიან უყვართ ქართული ფოლკლორი და ვფიქრობ, მათთვისაც საინტერესო იყო გუნდთან მუშაობა. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ გვყავდა ქართველი მოწვეული მუსიკოსებიც. ესენი არიან რეზო კიკნაძე, ლუკა თოფურია და ტეტე ნოისი, რომლებიც რამდენიმე კომპოზიციაში დაგვემატებიან. მეორე წელია უკვე ამერიკის საელჩო ამ პროექტის მხარდამჭერია. ისინი დაგვეხმარნენ, რათა ჩამოგვეყვანა ეს მუსიკოსები, ჩაგვეწერა ალბომი და ჩაგვეტარებინა კონცერტი. წელს ასევე პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერიაც.“ 

თეონა ცირამუა – გორის ქალთა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი:

„პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის საელჩოს და თბილისის მერიას, რომ მოგვცა კიდევ ერთხელ საშუალება გავსულიყავით ჩვენი გულშემატკივრების წინაშე და გაგვეტანა ეს პროექტი, მართლა შეიძლება პროექტი ვუწოდოთ, რადგან ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ მასში. რაც შეეხება ჩვენსა და ნუცის კოლაბორაციას, ის რამდენიმე წლის წინ დაიწყო მის ნაწარმოებზე, Straggle Dance-ზე მუშაობით. თავიდანვე მოვიხიბლე მისით, როცა ნოტები გამომიგზავნა, რაღაც სხვანაირი ხედვით, მათემატიკური დეტალებით, რითმული ნახაზებით, სირთულეებით. ზოგადად, მე ძალიან მიყვარს და ვაფასებ განსაკუთრებით რითმულ სირთულეებს და ეს ჩემთვის გამოწვევასავით იყო, თან დამაინტერესა, არ ვიცნობდი ამ ადამიანს და მიხარია, რომ ის პატარა დეტალი გაიზარდა, გაიზარდა და ჩვენს მეგობრობაში გადაიზარდა – როგორც მუსიკალურ მეგობრობაში, ასევე პიროვნულ მეგობრობაში. მიხარია, რომ ნუცის მეშვეობით ეს საოცარი მუსიკოსები არი ჰონიგისი და ბამ როდრიგესიც გავიცანი რომლებიც არაჩვეულებრივი და უნიჭიერესი მუსიკოსები არიან“.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ქართულ-ამერიკული კულტურათშორისი კავშირების გაძლიერებას და ქართული მრავალხმიანობის თანამედროვედ აჟღერებას ეხმიანება, რაც ამ მიმართლებით მუსიკის განვითარებასა და პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

24 აგვისტოს „ერისიონი” Black Sea Arena-ზე კონცერტს გამართავს

შემდეგი სტატია

პრანისკა მიშრა America’s Got Talent-ში

9 წლის პრანისკა მიშრამ America’s Got Talent-ში ტინა ტერნერის კლასიკად აღიარებული სიმღერა საოცარად შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

31 ოქტომბერს „დაგდაგანის” ბოლო კონცერტი გაიმართება

ქართული როკ ბენდის, „დაგდაგანის” ვოკალისტმა ცოტნე გორგოშიძემ სოციალურ ქსელში ჯგუფის დაშლის შესახებ პოსტი გააზიარა.  მუსიკოსის თქმით, ბენდი კონცერტის…
მეტი

ზვიად ბოლქვაძის და რანინას ბავშვების კონცერტი ფილარმონიაში

5 ოქტომბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში SPARKS-ის ორგანიზებით ზვიად ბოლქვაძისა და რანინას ბავშვების კონცერტი გაიმართა.
მეტი
ბრიუს სპრინგსტინი - 2024 წლის 18 ივლისი, სტოკჰოლმი Iwi Onodera/Redferns

ბრიუს სპრინგსტინი გამოსამშვიდობებელი ტურნეს შესახებ ჭორებს უარყოფს – „ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ”

„რას ვემშვიდობებით, როცა ათასობით გულშემატკივარს შენი ნახვა უხარია?“ - განუცხადა ბრიუს სპრინგსტინმა ფილადელფიაში შეკრებილ აუდიტორიას.
მეტი
ტეილორ სვიფტი Eras ტურნეზე, 2024 წლის 21 ივნისი ლონდონი, უემბლის სტადიონი. ფოტო: კევინ მაზური

უემბლის სტადიონმა ტეილორ სვიფტს Eras ტურნეს აღსანიშნავად სპეციალურად მისთვის დამზადებული გიტარა აჩუქა

პოპ-ვარსკვლავი პირველი სოლო არტისტია, ვინც უემბლის სტადიონზე ტურნეს განმავლობაში რვაჯერ წარდგა სცენაზე
მეტი