აუდიო-ვიზუალური ფესტივალი TKESHI ახალი სეზონით ბრუნდება

TKESHI, როგორც სახელოვნებო პლატფორმა, აერთიანებს სხვადასხვა დარგის მულტიდისციპლინურ არტისტებს, რომლებიც განსხვავებულ პროექტებს წარმოადგენენ.

12-დან 14 ივლისის ჩათვლით აუდიო-ვიზუალურ და ახალ მედია მიმართულებებზე ფოკუსირებული პლატფორმა TKESHI ფესტივალით ბრუნდება. ორდღიანი ღონისძიება ტრადიციულად ბუნების წიაღში, კოჯრის ფიჭვნარში ჩატარდება. გარემო,  პროგრამა და დაგეგმილი აქტივობები სტუმრებს განსხვავებულ საფესტივალო გამოცდილებას სთავაზობს.

აუდიო-ვიზუალური პერფორმანსების, ინსტალაციების და გამოფენების პარალელურად, წელსაც შენარჩუნებულია საგანმანათლებლო კომპონენტი და პლატფორმა საინტერესო სემინარებს ეთმობა. სემინარებზე საერთაშორისო არტისტები აუდიტორიასთან აქტუალურ შემოქმედებით პროცესებზე ისაუბრებენ.

„იდეა, რომელმაც ამ საოცარ ტყემდე მიგვიყვანა, არის ურბანული ყოველდღიურობისგან თავის დაღწევა და შთაგონების ძიება იქ, საიდანაც იწყება ადამიანების ისტორია,”- ვკითხულობთ წლევანდელი ფესტივალის აღწერაში.

როგორც Billboard Georgia-სთან საუბრისას პლატფორმის წარმომადგენლები ამბობენ, წლევანდელი TKESHI-ს მთლიანი პროგრამა მუსიკალური აქტების პარალელური აუდიო-ვიზუალური დუო-პერფორმანსებისგან შედგება.

„ქართველი და საერთაშორისო არტისტები ფესტივალისთვის შექმნილ ლაივ რეპერტუარებს დაუკრავენ. TKESHI-ს სცენაზე საქართველოში პირველად წარდგება ინდონეზიური პროექტი Gabber Modus Operandi, რომელმაც ბოლო წლებში საერთაშორისო აუდიტორიას სამხრეთ-აზიის თანამედროვე მუსიკალური სპექტრი გააცნო. ინდონეზიური ფოლკლორის, პანკის და ელექტრონული მუსიკის ისეთი სტილების  სინთეზით, როგორებიცაა გაბბერი და ნოიზი, ჯგუფის ცოცხალი პერფორმანსები ინტენსიური და აფექტურია,” – აღნიშნეს ფესტივალის ორგანიზატირებმა. 

TKESHI, როგორც საფესტივალო და სახელოვნებო პლატფორმა, წლიდან წლამდე განვითარებას აგრძელებს და პოზიციონირდება   როგორც სივრცე, სადაც თავს იყრიან სხვადასხვა დარგის მულტიდისციპლინური არტისტები და განსხვავებული შინაარსის პროექტებს წარადგენენ. TKESHI-ს მიზანია, ადგილობრივ სახელოვნებო გარემოში ექსპერიმენტული შემოქმედებითი პროცესების განვითარებას შეუწყოს ხელი. 

ფესტივალის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

არტისტები, რომლებიც შესაძლოა 2025 წლის „გლასტონბერის” ფესტივალის ჰედლაინერები იყვნენ

შემდეგი სტატია

Billie Eilish & Finneas

ბილი აილიში და ფინეასი Hit Me Hard and Soft-ის გადაღების დროს შექმნილ კონფლიქტზე საუბრობენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი