Iveria Beach-ის ზაფხულის მუსიკალური სეზონი დაიწყო – მსმენელის წინაშე გერმანიაში მოღვაწე არტისტი BONDI წარდგება

Iveria Beach მთელი სეზონის განმავლობაში დატვირთულია მუსიკალური საღამოებით, რომელთა დროსაც აუდიტორიის განწყობაზე ზრუნავენ ცნობილი და გამორჩეული უცხოელი თუ ადგილობრივი არტისტები.
Iveria Beach

13 ივლისს Iveria Beach-ზე ბერლინში მოღვაწე ელექტრონული მუსიკოსის,  BONDI-ის ლაივ პერფორმანსი გაიმართება. ღონისძიებას Mastercard წარადგენს. ვოკალისა და გიტარის  ელემენტებით არტისტი სინთეზური ჟღერადობის მუსიკას ქმნის. მსმენელს BONDI-ს მუსიკა 80-იანი წლების Dark Wave-საც გაახსენებს, რომელიც თავისი ხასიათით საზაფხულო განწყობას ქმნის. 

მუსიკოსმა სხვადასხვა დროს განსხვავებული მუსიკალური ჟანრის არაერთ ცნობილ არტისტთან ითანამშრომლა. მან ლაივ სეტები ასევე წარმოადგინა მსოფლიოს სხვადასხვა საფესტივალო სივრცეში. ამჟამად BONDI ბათუმს ტურნეს ფარგლებში სტუმრობს. 

მუსიკალურ საღამოს გახსნის ქართველი მუსიკოსი ერეკლე თაბუკაშვილი, რომელიც ცნობილია სასცენო სახელით Tobako Tween. არტისტის მუსიკა ძირითადად 90-იანი წლების House ჟანრს მოიცავს, რაც Iveria Beach-ზე დაგეგმილი საზაფხულო მუსიკალური მოგზაურობის კარგი დასაწყისია. 

რაც შეეხება Iveria Beach-ს, ის დასვენებისა და გართობის მოყვარულებს გამორჩეულ  გამოცდილებას 2015 წლიდან სთავაზობს. მულტიფუნქციური სივრცე აერთიანებს კერძო სანაპირო ზოლს, სარესტორნე სივრცეებსა და სანაპირო ბარს. კომპლექსი მოიცავს  გასართობ სივრცეს როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის. Iveria Beach  მთელი სეზონის განმავლობაში დატვირთულია მუსიკალური საღამოებით, რომელთა დროსაც აუდიტორიის განწყობაზე ზრუნავენ ცნობილი და გამორჩეული  უცხოელი თუ ლოკალური არტისტები.  

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

არიანა გრანდე 2024 წლის 10 მარტს ოსკარის დაჯილდოებაზე, ფოტო: არტურო ჰოლმსი

არიანა გრანდე მამაკაც მსახიობებს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს

შემდეგი სტატია

17 აგვისტოს „სოციალური სივრცე“ საერთაშორისო ფენომენად ქცეულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Hitch-ის რეჟისორის თქმით, უილ სმითთან მუშაობა „ნამდვილი ბრძოლა იყო”

Hitch-მა მსოფლიო მასშტაბით 370 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და უილ სმითის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად რჩება.
მეტი

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

Ne-Yo-ს თქმით, ერთდროულად ოთხი შეყვარებული „მშვენიერი რამ არის”

ვარსკვლავი ოთხ სხვადასხვა ქალთან პოლიამორულ ურთიერთობაშია, რაც სულ ახლახან ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გაამხილა.
მეტი

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

„ვისაუბრეთ თავგადასავლებზე, რაც იმ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, სანამ ლაივი იქმნება,” - ბარბარე სტურუა.
მეტი