17 აგვისტოს „სოციალური სივრცე“ საერთაშორისო ფენომენად ქცეულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს

Starring Georgia-ს ფარგლებში „სოციალური სივრცის“ სცენა ელექტრონული მუსიკის გამორჩეულ ფესტივალს, All Day I Dream-ს დაეთმობა.

გამორჩეული სელექტორების და მრავალფეროვანი მუსიკალური პალიტრის დამსახურებით All Day I Dream საფესტივალო კულტურის ნამდვილ ნათებად ითვლება, რაშიც სოციალური სივრცის მსმენელიც დარწმუნდება. ღონისძიების ფარგლებში სოციალური სივრცის მოგზაურები შემდეგ არტისტებს მოუსმენენ:

Lee Burridge ბრიტანელი დიჯეი და პროდუსერია, რომელიც, პლატფორმა All Day I Dream-ის დაარსების გარდა, ფესტივალ Burning Man-ზე დაკრული საკულტო სეტებითა და Organic House სტილის განვითარებით გახდა ცნობილი.

Lost Desert ბელგიელი არტისტია, რომელიც წლების განმავლობაში იყო Lee Burridge-ის მთავარი მეგზური და All Day I Dream-ის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა.

Amonita – დიჯეი და პროდიუსერი, რომლის ნამუშევრები ისეთ ლეიბლებში ერთიანდება, როგორებიცაა Highway Records, Earthly Delights, Akbal Music.

Fulltone – არტისტი ცნობილია ბგერების ჰარმონიზაციის განსაკუთრებული ოსტატობით, რომლის დახმარებითაც რითმებისა და მელოდიების მრავალფეროვან ნაზავს ქმნის.

Jim Rider – არტისტი, რომლის ნამუშევრები ისეთ წამყვან ლეიბლებში ერთიანდება, როგორებიცაა Lee Burridge-ის All Day I Dream, TRYBESof and Tale & Tone labels, VIVA MUSiC, The Soundgarden & Kindisch.

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას, Starring Georgia-ს აგრძელებს. კამპანიის მთავარი მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია. 

Starring Georgia 2024-ის ფარგლებში შეკვეთილს უკვე ესტუმრნენ OneRepublic და Scorpions, სეზონზე კი დამატებით სამი ღონისძიება Jungle, All Day I Dream და „ერისიონია“ დაგეგმილი.

ბილეთები ვებ გვერდებზე THESOCIALSPACE.ge და TKT.ge. უკვე ხელმისაწვდომია, ბილეთის ფასი 120 ლარია, Starring Card-ის მფლობელთათვის კი 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. გაიაქტიურე ბარათი ახლავე | https://link.tbc.ge/Starring-Card. ფასდაკლება არ მოქმედებს Thesocialspace.ge-დან შეძენისას.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Iveria Beach-ის ზაფხულის მუსიკალური სეზონი დაიწყო – მსმენელის წინაშე გერმანიაში მოღვაწე არტისტი BONDI წარდგება

შემდეგი სტატია

ბლუზის ფესტივალი ლაგოდეხში

შეიძლება დაგაინტერესოთ

NAE NAE - Red Bull Dance Your Style საქართველოს გამარჯვებული ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

NAE NAE – Red Bull Dance Your Style საქართველოს ჩემპიონია, გამარჯვებული მსოფლიო ფინალზე გაემგზავრება

ენერგიული ბეთლები, Mamaflex-ის პერფორმანსი და მაყურებლის გადაწყვეტილება, ქართველი მოცეკვავე NAE NAE საქართველოს სახელით Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე წარდგება
მეტი

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 11 ივლისს უმასპინძლებს.
მეტი
ლუკა თოფურია და NIKALA ელენე წულეისკირი

ლუკა თოფურიას და NIKALA-ს ერთობლივი საღამო Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში

23 მაისს სასტუმრო Telegraph-ის თავზე მდებარე Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში თანამედროვე ჯაზის, სოულისა და ელექტრონული ჟღერადობის უნიკალური კოლაბორაცია შედგება.
მეტი

სანდრო ჯორბენაძე – ელექტრონული მუსიკა, როგორც გამოცდილება და სივრცე, სადაც იდეები ერთიანდება

„ვფიქრობ, დღევანდელი ქართული ელექტრონული სცენის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამაყეა, რომ საქართველომ შეძლო საკუთარი იდენტობის შექმნა და საერთაშორისო ყურადღების მიპყრობა.“ - სანდრო ჯორბენაძე.
მეტი