მუსიკოსები და სხვა ცნობილი ადამიანები ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნას ეხმიანებიან

„ჯო ბაიდენი ისტორიაში შევა, როგორც ადამიანი, რომელმაც თავისი საპრეზიდენტო ვადის ბოლო ეტაპზეც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია,” – განაცხადა ბაიდენის მხარდამჭერმა ბარბრა სტრეიზანდმა.
ჯო ბაიდენი
ANDREW CABALLERO-REYNOLDS/AFP via Getty Images


მუსიკოსები და სხვადასხვა სფეროს ცნობილი ადამიანები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით გამოეხმაურნენ. 

21 ივლისს, როცა დონალდ ტრამპთან დებატებიდან ერთი კვირა იყო გასული, ჯო ბაიდენმა ღია წერილი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავის კანდიდატურას ხსნის. ის წყვეტს კამპანიას და არჩევნებამდე სრულად ფოკუსირდება თავისი მოვალეობების შესრულებაზე. 

„ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო, რომ თქვენი პრეზიდენტის ამპლუაში მემსახურა,”- მიმართავს ამერიკელებს 81 წლის ჯო ბაიდენი. ამის შემდეგ მან პრეზიდენტობის ახალი კანდიდატის რანგში თავისი რჩეულიც დაასახელა და კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი. 

ბოლო პერიოდში ჯო ბაიდენის რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა. მას თავისი პარტიის არაერთი  ლიდერი ურჩევდა, რომ კანდიდატურა მოეხსნა, თუმცა ჯო ბაიდენი თავდაპირველად მათ რჩევას არ იზიარებდა. პარალელურად, გამოკითხვები აჩვენებდა, რომ ჯო ბაიდენის გამარჯვების შანსები თითქმის არ არსებობდა.  

ჯო ბაიდენის განცხადებას, რომლითაც უკვე ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ ის თავის კანდიდატურას ხსნის, სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანო გამოეხმაურა. მათ შორის იყვნენ ცნობილი პერსონები: ბარბრა სტრეიზანდი, Cardi B, შერი, ლიზო და სხვები. 

„ჯო ბაიდენი ისტორიაში შევა, როგორც ადამიანი, რომელმაც თავისი საპრეზიდენტო ვადის ბოლო ეტაპზეც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია,” – განაცხადა ბაიდენის მხარდამჭერმა სტრეიზანდმა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დემოკრატიის განვითარებისათვის ბევრი რამ გააკეთა. 

„გითხარით, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დემოკრატების კანდიდატი კამალა იქნებოდა,” – წერს Cardi B სოციალურ ქსელ X-ზე.  შერმა კი აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება ბრძნული ნაბიჯი იყო. გარდა შერისა, ჯო ბაიდენისადმი პატივისცემა სხვა ვარსკვლავებმაც გამოხატეს. 

იხილეთ პოსტები, რომლებითაც ცნობილი ადამიანები ბაიდენის გადაწყვეტილებას ეხმიანებიან:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კეტი პერი კიდევ ერთ ახალ სიმღერას აანონსებს

შემდეგი სტატია

კლუბი Mtkvarze  წარმოგიდგენთ ფესტივალების სერიას სახელწოდებით – Zgvaze Series 

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი