დრეიკის ფანები კენდრიკ ლამარს ახალი ვიდეო თამაშით დაუპირისპირდნენ

Family Matters – ასე ჰქვია ვიდეო თამაშს, რომელშიც მომხმარებელი კენდრიკ ლამარის ფიგურას გრემის ჯილდოს უმიზნებს.
ფოტო: Prince Williams/Wireimage

გასულ კვირას ინტერნეტში ახალი ვიდეოთამაში ამოჩნდა, რომელიც კენდრიკ ლამარის ახალი ტრეკით არის შთაგონებული. Სიმღერით Not Like Us ლამარი დრეიკს უპირისპირდება, ამიტომაც დრეიკის ფანებმა გადაწყვიტეს, საპასუხო ვიდეო თამაში შეექმნათ. Family Matters – ასე ჰქვია თამაშს, რომელშიც მომხმარებელი კენდრიკ ლამარის ფიგურას გრემის ჯილდოს უმიზნებს. მოთამაშის მიზანია, რაც შეიძლება მეტი გრემის ჯილდო მოარტყას სამიზნეს. თამაშს ფონად დრეიკის ტრეკის, Family Matters-ის გარემიქსებული ვერსია გასდევს, რომელიც ჟღერადობით ვიდეო თამაშების მუსიკალური გაფორმების სტილშია გადაკეთებული.

ვიდეო თამაში სახელწოდებით Family Matters სოციალურ ქსელ X-ზე წარადგინეს. როგორც აღმოჩნდა, დრეიკის ფანებისთვის Family Matters-ის ვიდეო თამაში კარგი გასართობი აღმოჩნდა და ავტორმა იდეისათვის შექებაც დაიმსახურა.

რაც შეხება კენდრიკ ლამარის ტრეკს, Not Like Us, რომელიც 4 მაისს გამოვიდა, კვირას Billboard-ის Hot 100-ის მუსიკალურ ჩარტში დაბრუნდა. Family Matters კი დრეიკმა Not Like Us-ის გამოცემამდე რამდენიმე საათით ადრე გამოუშვა, რომლის ტექსტითაც კენდრიკ ლამარს დაუპირისპირდა.

Family Matters-ის თამაშის დასაწყებად ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კამალა ჰარისი კამპანიის ფარგლებში თავისი გუნდის წინაშე ბიონსეს Freedom-ის ფონზე წარდგა

შემდეგი სტატია

ბადრი ბეგალიშვილი – „გენით მსახიობი“

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი