გავრცელებული ინფორმაციით, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნაზე სელინ დიონი და ლედი გაგა იმღერებენ

არსებობს ვარაუდი, რომ დუეტი ედით პიაფის La Vie en Rose-ს შეასრულებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე სელინ დიონი და ლედი გაგა იმღერებენ. ამ

ხმების გავრცელება საფრანგეთის სპორტის მინისტრის, ამელი უდეა-კასტერას  მინიშნებამ გამოიწვია. 

სავარაუდო მუსიკალურ ნომერთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ზე პოსტი გამოაქვეყნა ფრანგმა ჟურნალისტმა ტიერი მორომ. მისი ინფორმაციით, დუეტი ედით პიაფის La Vie en Rose-ს შეასრულებს. ოლიმპიური თამაშების გახსნისთვის სელინ დიონის და ლედი გაგას დუეტზე ასევე წერს ამერიკული გამოცემა TMZ. 

ოლიმპიადის გახსნაზე დიონის მონაწილეობასთან დაკავშირებული ხმები თავად მომღერალმაც გაამყარა. 24 ივლისს მან პარიზიდან ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა: „ყოველთვის, როცა პარიზში ვბრუნდები, მახსენდება, რომ სამყაროში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სილამაზე და სიხარულია. მიყვარს პარიზი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი,” – დაწერა არტისტმა. 

თუ გავრცელებული ხმები გამართლდა და სელინ დიონი ოლიმპიადის გახსნის სცენაზე ვიხილეთ, ეს მომღერლისთვის  პირველი მუსიკალური შესრულება იქნება მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტურნე გააუქმა. ტურნეს გაუქმების შემდეგ, დიონმა  გაამხილა, რომ იშვიათი დაავადების, გაშეშებული ადამიანის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს (Stiff Person Syndrome).  

ამასობაში, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე  პარიზში ლედი გაგაც შენიშნეს. მისი ფოტოები და ვიდეოები ქალაქის ქუჩებიდან 22 ივლისს გავრცელდა. 

სპორტული სამყაროს ამ მნიშვნელოვანი მოვლენის, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საზეიმო გახსნა 26 ივლისს შედგება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Snoop Dogg - 2024 წლის 23 ივნისი ოლიმპიური გუნდის საცდელი ტრასა. ფოტო: პატრიკ სმიტი

Snoop Dogg ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში ჩაერთვება

შემდეგი სტატია

ჯეი-ზისა და ალიშა კისის Empire State of Mind ბრილიანტის სერტიფიკატის მფლობელია

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი