შინეიდ ო’კონორის გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად დასახელდა

შინეიდ ო’კონორი შარშან, 2023 წლის 26 ივლისს გარდაიცვალა.
David Corio/Redferns

შინეიდ ო’კონორის გარდაცვალებიდან ერთო წლის შემდეგ ტრაგიკული შემთხვევის ოფიციალური მიზეზი დასახელდა. გარდაცვალების სერტიფიკატში მითითებულია, რომ ო’კონორის გარდაცვალება ფილტვების ქრონიკულმა ობსტრუქციულმა დაავადებამ (COPD) და ასთმამ გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაცია Irish Independent-მა 27 ივლისს გაავრცელა. როგორც ირკვევა, გარდაცვალების სერტიფიკატი ო’კონორის მეუღლემ, ჯონ რეინოლდსმა, 24 ივლისს ლონდონში  დაარეგისტრირა. 

შინეიდ ო’კონორი 2023 წლის 26 ივლისს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ამ დროს ლონდონში, თავის სახლში იმყოფებოდა. როგორც ცნობილია, როდესაც ო’კონორი იპოვეს, ის უგონო მდგომარეობაში იყო. მეორე დღესვე პოლიციამ განაცხადა, რომ შემთხვევა საეჭვოდ არ მიაჩნდა და საქმე სასამართლო ექსპერტიზას გადასცა. სასამართლო ექსპერტიზამ კი მალევე განაცხადა, რომ არტისტი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. 

ირლანდიელი მომღერალი დიდი ხნის განმავლობაში მენტალურ აშლილობებს ებრძოდა. მათ შორის იყო დეპრესია, პოსტ-ტრავმული სტრესის სინდრომი (PTSD) და სუიციდისაკენ მიდრეკილება. შინეიდ ო’კონორს სამი შვილი დარჩა.  

ო’კონორმა მუსიკალური კარიერა 80-იან წლებში დაიწყო და  სადებიუტო ალბომი The Lion and the Cobra 1987 წელს გამოსცა. თავისი მუსიკალური კარიერის განმავლობაში მომღერალმა არაერთი მსოფლიო ჰიტი გამოსცა, მათ შორის არის ისეთოი აღიარებული სიმღერები, როგორიცაა Nothing Compares 2 U. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლედი გაგა მაიკლ პოლანსკიზეა დანიშნული

შემდეგი სტატია

კამალა ჰარისის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე მუსიკალურ პერფორმანსს Megan Thee Stallion გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი