თამადა ამერიკულ ტურნეს აანონსებს

„დიდი ინტერესი მოდის სხვადასხვა შტატიდან და დიდი გეგმები გვაქვს.”
თამადა

თამადა ამერიკულ ტურნეში მიდის. ინფორმაციას ამის შესახებ მუსიკოსი სოციალური ქსელით ავრცელებს და აშშ-ის პირველ კონცერტს აანონსებს. უფრო ვრცლად ტურნეს დეტალებზე თამადა Billboard საქართველოს ესაუბრა:

თამადა:

„ამერიკაში ოქტომბრის დასაწყისში მივდივარ. პირველი ლაივი 19 ოქტომბერს მექნება Public Records-ში, რომელიც ბრუკლინში ძალიან ცნობილი ლოკაციაა. უკვე დაგეგმილია მეორე კონცერტიც, რომელიც 5 ნოემბერს ბერკლის უნივერსიტეტში შედგება. იქ იმართება Middle Eastern Festival, რომლის ფარგლებშიც იქნება საქართველოს დღე. მასში მონაწილეობას მიიღებს გიორგი მიქაძეც. ჩემთან ერთად კი დაუკრავს ბერკლის უნივერსიტეტის სტუდენტების ბენდი.

ამის შემდეგ ისევ ნიუ-ორკში ვაპირებთ კიდევ ერთ კონცერტს 9 ნოემბრისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სან-ფრანცისკოსა და ლოს-ანჯელესის ლაივების თარიღებზეც და უახლოეს მომავალში უკვე სრული ტურნეს დეტალებს გამოვაქვეყნებთ.

ეს ჩემი პირველი გასვლაა აშშ-ში. სამწუხაროდ, ლექსო რატიანი ჩემთან ერთად არ იქნება, ვიზის უქონლობის გამო. ამიტომ დავუკრავ მოწვეულ მუსიკოსებთან ერთად. რეპერტუარი იგივე გვექნება და ვამატებ კიდევ ახალ ჟღერადობას, რომელიც 2025 წელს გამოვა. ჯერჯერობით ამით ვიწყებთ. დიდი ინტერესი მოდის სხვადასხვა შტატიდან და სამომავლოდ გეგმებიც დიდი გვაქვს.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Coldplay Anna Lee

Coldplay-მ და მეგი როჯერსმა ტეილორ სვიფტის პატივსაცემად ვენაში მისი სიმღერა შეასრულეს

შემდეგი სტატია

ტრევის კელსი და ტეილორ სვიფტი სუპერ ბოულ 58-ის ფეხბურთის თამაშზე. 2024 წლის 11 თებერვალი. ფოტო: მაიკლ ოუენსი

ტეილორ სვიფტმა და ტრევის კელსმა წვეულება გამართეს, სადაც ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსიც იმყოფებოდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი