P!nk ქალიშვილთან ერთად კულისებში გადაღებულ ვიდეოს აზიარებს

მომღერალმა გამომწერებს Summer Carnival Tour-ის კულისებში შეახედა.
P!nk და უილოუ დემოკრატების ეროვნულ კონფერენციაზე
Justin Sullivan/Getty Images

ცოტა ხნის წინ P!nk დემოკრატების ეროვნულ კონფერენციაზე სპეციალურ სტუმართან ერთად წარდგა: სცენაზე მომღერლის გვერდით მისი 13 წლის ქალიშვილი უილოუ გამოჩნდა. დედა-შვილმა P!nk-ის Billboard Hot 100-ის ტოპ ოცეულის ჰიტი What About Us შეასრულა.

ახლა კი მომღერალმა გამომწერებს თავის Summer Carnival Tour-ის კულისებში შეახედა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი ასევე შეიცავდა ვიდეოს, რომელიც სწორედ დემოკრატების კონფერენციის წინ არის გადაღებული. ვიდეოში P!nk ქალიშვილს სცენაზე გასვლის წინ პროფესიულ რჩევას აძლევს: „შენ მხოლოდ შენი საქმე გააკეთე. რასაც შენ ვერ იმღერებ, მე ვიმღერებ. ყველაფერი შესანიშნავად იქნება,” – ამ სიტყვების შემდეგ კი დედა-შვილი სცენისკენ მიემართება. მათი შესრულება მოჰყვა მშობლებისა და სტუდენტების ემოციურ სიტყვით გამოსვლებს აშშ-ის სკოლებში იარაღით ძალადობის ტრაგიკულ გავლენაზე. 

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა უილოუ დედას სცენაზე შეუერთდა. 2023 წელს P!nk-ის Summer Carnival Tour-ის გახსნაზე წყვილმა ერთად Cover Me in Sunshine შეასრულა. 

მომღერალს არაერთხელ უსაუბრია ქალიშვილის ნიჭის შესახებ და მის გამო სიამაყეც გამოუხატავს. „მას აქვს ხმა. ის პატარა ჩიტია. სურს, რომ ბროდვეის ვარსკვლავი გახდეს, შემდგე კი – ტრავმატოლოგი,” – ამბობდა P!nk People-თან ინტერვიუში.

ნახეთ P!nk-ისა და მისი ქალიშვილის ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტრევის კელსი და ტეილორ სვიფტი სუპერ ბოულ 58-ის ფეხბურთის თამაშზე. 2024 წლის 11 თებერვალი. ფოტო: მაიკლ ოუენსი

ტეილორ სვიფტმა და ტრევის კელსმა წვეულება გამართეს, სადაც ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსიც იმყოფებოდნენ

შემდეგი სტატია

„ოაზისი” 2025 წლის საკონცერტო ტურნეთი ბრუნდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Hitch-ის რეჟისორის თქმით, უილ სმითთან მუშაობა „ნამდვილი ბრძოლა იყო”

Hitch-მა მსოფლიო მასშტაბით 370 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და უილ სმითის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად რჩება.
მეტი

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

Ne-Yo-ს თქმით, ერთდროულად ოთხი შეყვარებული „მშვენიერი რამ არის”

ვარსკვლავი ოთხ სხვადასხვა ქალთან პოლიამორულ ურთიერთობაშია, რაც სულ ახლახან ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გაამხილა.
მეტი

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

„ვისაუბრეთ თავგადასავლებზე, რაც იმ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, სანამ ლაივი იქმნება,” - ბარბარე სტურუა.
მეტი