„ოაზისი” 2025 წლის საკონცერტო ტურნეთი ბრუნდება

ფანების მრავალწლიანი ოცნების შემდეგ ბენდმა გაერთიანება და მუსიკალური ტურნე ოფიციალურად დააანონსა.
ფოტო: Simon Emmett

ჯგუფ „ოაზისის“-ის წევრი ძმები გალაჰერები კვლავ გაერთიანდნენ. მსმენელის მრავალწლიანი სურვილის შემდეგ ჯგუფმა 2025 წლის ტურნე ოფიციალურად დააანონსა. 

როგორც ბენდი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებით იუწყება, დიდი ლოდინი დასრულებულია. ჯგუფის განცხადებიდან ასევე ირკვევა, რომ დაგეგმილი კონცერტების ჩანაწერების ტრანსლირება არ მოხდება. Oasis-ის 2025 წლის ტურნე მოიცავს ისეთ ქალაქებს, როგორებიც არის კარდიფი, მანჩესტერი, ლონდონი, ედინბურგი და დუბლინი. ამჟამინდელი ინფორმაციით, ევროპაში მათ მეტი კონცერტი არ ექნებათ. 

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ჯგუფი გეგმავს, რომ ტურნე ევროპის გარეთაც გაგრძელდეს და სხვა კონტინენტები მოიცვას. 

„ოაზისი” ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრიტანული ჯგუფია, რომელმაც შეერთებული  შტატების რადარზეც გაითქვა სახელი. ადრეულ 90-იან წლებში ის შოტლანდიელმა ანტრეპრენერმა, ცნობილი მუსიკალური ლეიბლის,  Creation Records-ის დამფუძნებელმა ამან მაკგიმ აღმოაჩინა და კონტრაქტიც გაუფორმა. „ოაზისი” მალევე ბრიტპოპის სცენის ერთ-ერთ წამყვან ბენდად ჩამოყალიბდა, რომელიც  Blur-საც კი დაუპირისპირდა.

როცა „ოაზისმა” 1994 წელს სადებიუტო ალბომი Definitely Maybe გამოსცა, მათი დიდი აღმასვლაც დაიწყო და ამის შემდეგ მათი შვიდივე სტუდიური ალბომი მუსიკალური ჩარტების ლიდერის სტატუსს ფლობდა. ბენდმა 1997 წლის ალბომის, Be Here Now-ს 696 ათასზე მეტი ეგზემპლარი სულ რაღაც სამ დღეში გაყიდა, რაც დღეისათვის რეკორდულ მაჩვენებლად მიიჩნევა.  

ძმები გალაგერები, ნოელი და ლიამი, 2009 წელს დაიშალნენ. ერთი პერიოდი მათმა ღია  დაპირისპირებამ სამართლებრივი დავის ფორმაც მიიღო. ძმებს დედა საჯაროდ სთხოვდა, რომ ეს უთანხმოება მოეგვარებინათ. ორივე გალაჰერმა  დამოუკიდებელი მუსიკალური კარიერა დაიწყო. 

გალაგერების ირგვლივ ჭორები ყოველთვის ჩნდებოდა. ფანებს მუდმივად სურდათ, ბენდის გაერთიანება ეხილათ, რაც წარსულში დაუჯერებელი და შეუძლებელი პერსპექტივა იყო. მას შემდეგ, რაც ბენდის აღდგენის შესახებ ცნობები ბრიტანულ პრესაში გაჩნდა, გალაგერების სოციალური ქსელის ანგარიშებსა და „ოაზისის” ოფიციალურ გვერდზე თიზერი გამოქვეყნდა. პოსტის ვიზუალი ბენდის ლოგოსგან და დამაანონსებელი წარწერისაგან შედგებოდა, რომელიც ფანებს აუწყებდა, რომ მალე რაღაც მოხდებოდა. 

ცოტა ხნის წინ ნოელ გალაგერმა განაცხადა, რომ სურს, ბენდს 100 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუბრუნოს. ამაზე პასუხად ლიამმა აღნიშნა, რომ ბენდს უფასოდ შეუერთდება. 

„ოაზისი” 2024 წელს  როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ნომინანტად დაასახელეს, თუმცა საბოლოო სიაში ვერ მოხვდა. ლიამ გალაგერმა თავდაპირველად ამაზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა მოგვიანებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. “F–ck the Rock n Roll hall of fame,” – წერდა ლიამი. არტისტმა პოსტში გამოიყენა იამაიკური ტერმინი BUMBACLARTS, რომელიც რაღაცისადმი უარყოფით დამოკიდებულებას, ზიზღს გამოხატავს. 

რაც შეეხება „ოაზისის” დაანონსებულ ტურნეს, გაერთიანებული სამეფოს შოუების ბილეთები 31 აგვისტოდან სამ სხვადასხვა პლატფორმაზე  ticketmaster.co.uk-ზე, gigsandtours.com-სა  and seetickets.com-ზე გაიყიდება. დუბლინის ბილეთები კი ამავე დღეს, ticketmaster.ie-ზე იქნება ხელმისაწვდომი.

ნახეთ Oasis-ის 2025 წლის კონცერტების განრიგი: 

4 ივლისი — კარდიფი, Principality Stadium

5 ივლისი — კარდიფი, Principality Stadium

11 ივლისი — მანჩესტერი, Heaton Park

12 ივლისი — მანჩესტერი, Heaton Park

19 ივლისი — მანჩესტერი, Heaton Park

 20  ივლისი — მანჩესტერი, Heaton Park

25 ივლისი — ლონდონი, Wembley Stadium

26 ივლისი — ლონდონი, Wembley Stadium

 2 აგვისტო — ლონდონი, Wembley Stadium

3 აგვისტო  — ლონდონი, Wembley Stadium

8 აგვისტო — ედინბურგი, Scottish Gas Murrayfield Stadium

9 აგვისტო — ედინბურგი, Scottish Gas Murrayfield Stadium

16  აგვისტო — დუბლინი, Croke Park

17  აგვისტო — დუბლინი, Croke Park

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

P!nk ქალიშვილთან ერთად კულისებში გადაღებულ ვიდეოს აზიარებს

შემდეგი სტატია

Days Before Rodeo-ს ხელახალი გამოცემის შემდეგ ტრევის სკოტი სიმღერის Drugs You Should Try It ვიდეოკლიპს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი