ბრიტნი სპირსი ბიოგრაფიულ ფილმს არ იღებს, თუმცა შესაძლოა ის ფანტასტიკური ჟანრის მიუზიკლში ვიხილოთ

„ჩემთვის პატივია, ისეთ ადამიანთან თანამშრომლობა, როგორიც არის ჯონ ჩუ” – წერს სუპერვარსკვლავი
ბრიტნი სპირსი 2016 წლის MTV -ს დაჯილდოებაზე Anthony Harvey/Getty Images
ბრიტნი სპირსი 2016 წლის MTV -ს დაჯილდოებაზე
Anthony Harvey/Getty Images

30 აგვისტოს ბრიტნი სპირსმა იდუმალებით მოცული მესიჯი ინტერნეტში გამოაქვეყნა. მომღერალი ახალ კინოპროექტზე ალაპარაკდა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს მის ბიოგრაფიულ ფილმს არ ეხება. აღსანიშნავია რომ, მსახიობ ემა რობერტს ბრიტნი სპირსის როლის შესრულება სურს ფილმში, რომელიც სუპერვარსკვლავის ცნობილი მემუარების, The Woman in Me-ს (ქალი ჩემში)  მიხედვით უნდა გადაიღონ. 

„პროექტი, რომელში მონაწილეობაც შეიძლება მივიღო, არ არის ჩემი ბიოგრაფიული ფილმი, ეს ფანტასტიკური ჟანრის მიუზიკლია, სადაც მე ჭკვიან პერსონაჟს ვთამაშობ. ჩემთვის პატივია ისეთ ადამიანთან თანამშრომლობა, როგორიც არის ჯონ ჩუ”-  წერს სუპერვარსკვლავი ინტერნეტში.

გავრცელებული ინფორმაციით, Universal Pictures-მა ბრიტნი სპირსის ყველაზე გაყიდვადი მემუარების, The Woman in Me (ქალი ჩემში), ფილმად გადაქცევის უფლება მოიპოვა. წიგნი ბრიტნი სპირსის პოპულარობის შესახებ  მოგვითხრობს, გვიყვება ბრიტნი სპირსის და ჯასტინ ტიმბერლეიკის პირად ურთიერთობებზე, ასევე ეხება ისეთ მგრძნობიარე საკითხებს, როგორიც არის ორსულობა და აბორტი.

Variety-ის ცნობით, ფილმზე Wicked-ის რეჟისორი ჯონ ჩუ და პროდიუსერი მარკ პლატი იმუშავებენ. ბრიტნი სპირსმა აგვისტოს დასაწყისში კიდევ ერთი დამაინტრიგებელი ინფორმაცია გაავრცელა: „აღფრთოვანებული ვარ და მინდა ჩემს თაყვანისმცემლებს გავუზიარო რომ #MarcPlatt-თან ერთად საიდუმლო პროექტზე ვმუშაობ. იგი ყოველთვის ჩემთვის საყვარელ ფილმებს იღებს, ასე რომ დარჩით ჩვენთან და თვალი გვადევნეთ.”

ემა რობერტს Cosmopolitan-თან მიცემულ ბოლო ინტერვიუში გავრცელებული ჭორების შესახებ ჰკითხეს. ბრიტნი სპირსის ასისტენტ ფელისია კულოტას თქმით, ემა შესანიშნავი არჩევანი იქნებოდა ბრიტნის როლისთვის სუპერვარსკვლავის ბიოგრაფიულ ფილმში.

ემა რობერტსმა კი ამის შესახებ განაცხადა: „ეს ჩემი დიდი ოცნებაა, ვითამაშო ბრიტნი  სპირსის როლი მის ბიოგრაფიულ ფილმში. მართალია, ეს მხოლოდ ჭორია, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, ეს ოცნება ამიხდება. მახსოვს, ოთახში ვიკეტებოდი და ბრიტნის 2003 წლის ალბომს გაუჩერებლად ვუსმენდი, რათა სიმღერის სიტყვები ზეპირად მცოდნოდა.”

ამ დროისთვის ბრიტნი სპრისის ბიოგრაფიულ ფილმზე ოფიციალური კასტინგი ჯერ არ გამოცხადებულა. მიუზიკლის შესახებ პოსტი კი ბრიტნის ინსტაგრამზე შეგიძლიათ იხილოთ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Dior-მა J’Adore-ის ახალი სახის, რიანას მონაწილეობით სუნამოს ვიდეოკამპანია წარადგინა

შემდეგი სტატია

ნინი ბრეგვაძემ ახალი სიმღერა და ვიდეოკლიპი გამოაქვეყნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი