ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ლიზა ბათიაშვილი წინანდლის ფესტივალზე ვეღარ წარდგება

განცხადებას ფესტივალის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ლიზა ბათიაშვილი წინანდლის ფესტივალის მე-6 სეზონზე ვეღარ დაუკრავს. ინფორმაციას ფესტივალის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველი მევიოლინე ფესტივალზე ჩამოსვლას ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვეღარ ახერხებს. 

ლიზა ბათიაშვილი წინანდლის სცენაზე ფესტივალის დასკვნით დღეს, 8 სექტემბერს უნდა წარმდგარიყო. დაგეგმილი კონცერტის ნაცვლად, ფესტივალი მსმენელს შეცვლილ პროგრამას შესთავაზებს. კონცერტს გახსნის მსოფლიოში აღიარებული ჰობოისტი და პარიზის კონსერვატორიის პრიზის მფლობელი ფრანსუა ლელუ. ასევე ამავე განყოფილებაში სცენაზე წარდგება 2009 წლის როსტროპოვიჩისა და 2011 წლის ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსების გამარჯვებული ფრანგი ჩელისტი ედგარ მორო.

პროგრამაში დარჩება მენდელსონის მეოთხე სიმფონია, რომელსაც პანკავკასიური ორკესტრი შეასრულებს ფრანსუა ლელუს დირიჟორობით.

ნახეთ წინანდლის ფესტივალის განცხადება:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შემდეგი სტატია

სერჟიო მენდესი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი