კენდრიკ ლამარი 2025 წლის Super Bowl-ის მუსიკალური შოუს ჰედლაინერია

მუსიკალურ შოუს Apple Music წარადგენს.
კენდრიკ ლამარი. ფოტო: Courtesy of pgLang

კენდრიკ ლამარი 2025 წლის Super Bowl-ის ტაიმებს შორის გამართული მუსიკალური შოუს ჰედლაინერად დასახელდა. ღონისძიება 9 თებერვალს, ლუიზიანის შტატის ქალაქ ახალ ორლეანში გაიმართება. მუსიკალურ შოუს Apple Music წარადგენს. 

ეს მეორე შემთხვევაა, როცა რეპერი ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის მთავარ ღონისძიებაზე წარდგენა. პირველად Super Bowl-ის მუსიკალური შოუს სცენაზე კენდრიკ ლამარი 2022 წელს სპეციალური სტუმრის სტატუსით გამოჩნდა. 2025 წელს კი პირველი შემთხვევაა, როცა ის შოუს მთავარი არტისტია.

„რეპი კვლავაც ყველაზე გავლენიანი ჟანრია და მე იქ  ვიქნები, რათა მსოფლიოს ეს შევახსენო”, – წერს კენდრიკ ლამარი. 

კენდრიკ ლამარის შოუს სამხატვრო გაფორმებაზე pgLang იზრუნებს. pgLang მულტიდისციპლინური კრეატიული სააგენტოა, რომლის თანადამფუძნებელი თავად კენდრიკ ლამარია.  

2024 წელს ლამარისათვის მნიშვნელოვანი პერიოდი იყო, მოუხედავად იმისა, რომ რეპერს ახალი ალბომი 2022 წლის შემდეგ არ გამოუცია. ერთ-ერთი დიდი სიახლე ის იყო, რომ კენდრიკმა ტრეკი Not Like Us გამოსცა, რომლითაც დრეიკს დაუპირისპირდა და რამაც  დიდი ხმაური გამოიწვია. ჩანაწერი ორი კვირის განმავლობაში Billboard-ის Hot 100-ის ჩარტში ლიდერობდა.  

Super Bowl-ის მუსიკალური შოუს პირდაპირი ტრანსლაცია ტელეარხ Fox-ზე შედგება. შოუ ახალი ორლეანის Caesars Superdome-დან გადაიცემა.  გარდა ამისა, ეს იქნება მეექვსე წელი, რაც შოუ პროგრამაზე Roc Nation ზრუნავს. Roc Nation მუსიკალური შოუს პროდიუსინგზე ჯესი კოლინზთან ერთად იმუშავებს. შოუს ორგანიზებაში  NFL-თან სპეციალური პარტნიორობის ეგიდით ასევე ჩართულია Jay Z. 

„კენდრიკი ნამდვილად ისეთი არტისტი და შემსრულებელია, როგორებიც თაობებში ერთხელ იბადებიან. მისი დიდი სიყვარული ჰიპ-ჰოპისა და კულტურის მიმართ მის არტისტულ ხედვას განსაზღვრავს. მას აქვს უნარი გლობალურად მოახდინოს კულტურული გავლენა. კენდრიკის შემოქმედება მუსიკას აღემატება და მისი გავლენა წლების განმავლობაში დარჩება,” – განაცხადა Jay Z-მ. 

2025 წლის Super Bowl-ის მუსიკალური შოუს მთავარი სპონსორია Apple Music. პირველი შოუ, რომელიც Apple Music-მა წარადგინა, რიანამ გააფორმა. 2024 წელს კი ჰედლაინერი აშერი იყო. 

„არც თუ ბევრ შემსრულებელს აქვს მუსიკასა და კულტურაზე ისეთი გავლენა, როგორც კენდრიკ ლამარს,” – აღნიშნა  NFL-ის მუსიკალური მიმართულების ხელმძღვანელმა სეთ დუდოვსკიმ. მისი თქმით, დროსთან ერთად კენდრიკი კვლავაც ამტკიცებს, რომ აქვს შესაძლებლობა შექმნას მომენტი, რომელიც განსაზღვრავს ჰიპ-ჰოპ მუსიკას.

.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Linkin Park-ის ახალი სიმღერა გამოცემიდან რამდენიმე საათში ბილბორდის ჩარტში მოხვდა

შემდეგი სტატია

დევიდ გილმორი ახალი ალბომის შესახებ საუბრობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი