Super Bowl-ის მუსიკალური შოუს პროდიუსერის თქმით, ჰედლაინერზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯეი ზის ეკუთვნის

ბოლო დღეებია ინტერნეტში აქტიურად განიხილებოდა ის, რომ 2025 წლის Super Bowl მუსიკალურად ლილ უეინს უნდა გაეფორმებინა, რადგან მატჩი ახალ ორლეანში, უეინის მშობლიურ ქალაქში იმართება.
ჯეი ზი. ფოტო: Steph Chambers/Getty Images

მას შემდეგ, რახ Super Bowl-ის მუსიკალური შოუს ჰედლაინერი ცნობილი გახდა, დაანონსებული ღონისძიება მედიის ყურადღების ცენტრშია. ახლახან შოუს პროდიუსერ ჯესი კოლინსს ინტერვიუს დროს ჰედლაინერის არჩევანზე ჰკითხეს. ბოლო დღეებია ინტერნეტში აქტიურად განიხილებოდა ის, რომ 2025 წლის Super Bowl მუსიკალურად ლილ უეინს უნდა გაეფორმებინა, რადგან მატჩი ახალ ორლეანში, უეინის მშობლიურ  ქალაქში იმართება.

„ჩვენ გვიყვარს ლილ უეინი,” – აღნიშნა კოლინსმა Variety-ისთან საუბრისას და თქვა, რომ შემსრულებლების სავარაუდო ვინაობაზე ყოველთვის დიდი ფსონები იდება. „ვფიქრობ, კენდრიკ ლამარი არაჩვეულებრივ შესრულებას შემოგვთავაზებს და შოუ ყველას მოეწონება. ვიცი, რომ კენდრიკი  გულმოდგინედ ემზადება, რათა შოუ არაჩვეულებრივი იყოს.”

ამის შემდეგ ჯესი კოლინსმა გაამხილა, თუ ვის ეკუთვნის საბოლოო სიტყვა ჰედლაინერის არჩევისას. მისი თქმით, ჯეი ზი არის ის ადამიანი, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს. „საბოლოო გადაწყვეტილება ჯეი ზის ეკუთვნის. მას შემდეგ, რაც ერთად ვმუშაობთ, ყოველი წლის ჰედლაინერზე საბოლოო სიტყვას ის ამბობს და ეს არაჩვეულებრივად გამოსდის. ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებს,” – თქვა ჯესი კოლინსმა.

რამდენადაც Super Bowl ახალი სეზონით ახალ ორლეანში ბრუნდება, ბევრი ელოდა, რომ ტაიმებს შორის მუსიკალური შოუს შემსრულებელი არტისტი ლილ უეინი ინებოდა. ფაქტს, რომ ეს სტატუსი უეინს არ ერგო, ინტერნეტში გამოხმაურებაც მოჰყვა. 

ჯეი ზიმ და კომპანია Roc Nation-მა NFL-თან თანამშრომლობა 2019 წელს დაიწყეს და  ლიგის მუსიკალური შოუს სტრატეგიაზე პასუხისმგებლობა აიღეს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ტიტო ჯექსონი

ლეგენდარული Jackson 5-ის გიტარისტი ტიტო ჯექსონი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

Diddy 2023 წლის Invest ფესტივალზე. Paras Griffin/Getty Images

Diddy ნიუ-იორკში დააკავეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი