ჯენეტ ჯექსონის თქმით, კამალა ჰარისი „შავკანიანი არ არის”

ჯექსონმა ინტერვიუს მსვლელობისას ჰარისის რასობრივ კუთვნილებაზე გარკვეული ეჭვები გამოთქვა და თქვა, რომ არჩევნების ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, ქაოსია მოსალოდნელი.
ჯენეტ ჯექსონი. ფოტო: Jamie McCarthy/Getty Images for Christian Siriano

The Guardian-თან ინტერვიუში საუბრისას ჯენეტ ჯექსონი კამალა ჰრისს შეეხო და მის რასობრივ კუთვნილებაზე გარკვეული ეჭვები გამოთქვა. ინტერვიუში  ჯექსონი თავის საკონცერტო ტურნეზე საუბრობდა.  რეპორტიორის მხრიდან კამალა ჰარისის, როგორც შავკანიანი პოლიტიკოსი ქალის სტატუსით ხსენებისას, ჯენეტმა თქვა: „ის არ არის შავკანიანი – მე ასე გავიგე, რომ ის ინდოელია. მამამისი თეთრკანიანია, მე ასე მითხრეს. რამდენიმე დღეა, ახალ ამბებს არ გავცნობივარ, მაგრამ მითხრეს, რომ მამამისი თეთრკანიანია,” – აღნიშნა ჯენეტ ჯექსონმა. 

ეს რეალურად სიმართლეს არ შეესაბამება და ჯექსონმაც არ დააკონკრეტა, თუ საიდან მიიღო მცდარი ინფორმაცია. 

სინამდვილეში ჰარისის მამა შავკანიანია. ის ამერიკაში საცხოვრებლად იამაიკიდან გადავიდა. დედამისი კი შეერთებულ შტატებში ინდოეთიდან ჩავიდა. ორივე მათგანი კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლობდა და ერთმანეთი 1962 წელს გაიცნეს. 

ჯენეტ ჯექსონთან კამალა ჰარისზე საუბარი რეპორტიორის კითხვით დაიწყო. მან მომღერალს ჰკითხა, მისი აზრით, რამდენად არის შეერთებული შტატები მზად, რომ პირველი ფერადკანიანი ქალი პრეზიდენტი ჰყავდეს. „სიმართლე ვთქვა, არ მინდა, ამ კითხვას ვუპასუხო, რადგან ნამდვილად არ ვიცი,” – თქვა პასუხად ჯენეტ ჯექსონმა. მომღერლის ვარაუდით, ნებისმიერ შემთხვევაში ქაოსია მოსალოდნელი. 

ჯენეტ ჯექსონის მიერ კამალა ჰარისის მისამართით ნათქვამი მოსაზრება სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება. მომღერლის მსმენელები მათი საყვარელი არტისტის მიერ  დეზინფორმაციის გავრცელების გამო იმედგაცრუებას გამოხატავენ. „გქონდა შანსი, შავკანიანი ქალისათვის სიამაყით და ხმამაღლა დაგეჭირა მხარი და ეს არ გააკეთე,” – მიმართავს ჯექსონს ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში. 

ინტერვიუს შემდეგ განვითარებული მოვლებების საპასუხოდ Buzzfeed-თან კომენტარი გააკეთა ჯექსონის წარმომადგენელმა. მისი თქმით, ჯენეტ ჯექსონის ეს კომენტარები არასწორ ინფორმაციაზე იყო დაფუძნებული. „ის დიდ პატივს სცემს კამალა ჰარისს და მის, როგორც შავკანიანი ინდოელი ქალის მიღწევებს,” – აღნიშნულია კომენტარში. როგორც ჯექსონის წარმომადგენელმა განმარტა, მომღერალი ბოდიშსაც უხდის საზოგადოებას.  

ზაფხულში, შავკანიანი ჟურნალისტების ასოციაციის ღონისძიებაზე  სტუმრად მიწვეულმა დონალდ ტრამპმა ჰარისის რასობრივ კუთვნილებაზე ისაუბრა: „არ ვიცოდი, რომ ის შავკანიანი იყო,” – აღნიშნა ტრამპმა. როგორც მან თქვა, წლების წინ კამალა შავკანიან პოლიტიკოსად წარდგა საზოგადოების წინაშე და ახლა ყველა მას ასე მოიხსენიებს. „არ ვიცი, ინდოელია თუ შავკანიანია?” – საჯაროდ იკითხა ტრამპმა. 

10 სექტემბერს წინასაარჩევნო დებატებში. დონალდ ტრამპმა ასევე თქვა: „წამიკითხავს მასალა, სადაც ის შავკანიანად არ იყო მოხსენიებული და შემდეგ წავიკითხე, რომ ის შავკანიანია. ამას არა უშავს. ორივე შემთხვევა ჩემთვის მისაღებია, ეს მისი საქმეა.”

კამალა ჰარისმა ამ განცხადების პასუხად თქვა: „ვფიქრობ, ტრაგედიაა ის ფაქტი, რომ გვყავს კანდიდატი, რომელიც თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში რასობრივ საკითხს ამერიკელი ხალხის დასაყოფად იყენებს.”

რაც შეეხება ჯენეტ ჯექსონს, როგორც The Guardian-ის ჟურნალისტმა აღნიშნა, ინტერვიუს დროს მომღერალი თავს კარგად არ გრძნობდა.  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ვიკა კალანდია - მსახიობი ფოტო: გიო მაჭავარიანი

კადრში და კადრს მიღმა მსახიობ ვიკა კალანდიას შემოქმედებითი გზა

შემდეგი სტატია

Fontaines D.C. Simon Wheatley

ელტონ ჯონი ირლანდიურ პოსტ-პანკ ბენდ Fontaines D.C.-ის აქებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK-ის LISA-მ ახალი სოლო ნამუშევარი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კომპოზიცია პირველი რელიზია LISA-ს დაანონსებული EP-იდან, სახელწოდებით – Press Play, რომელიც 23 ოქტომბერს გამოვა.
მეტი

Quemmekh-ის დაანონსებული შოუს კამპანია გრძელდება – ნახეთ Unburned-ის ახალი პოსტერი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი

25 და 26 სექტემბერს მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცე Factory Tbilisi-ში Quemmekh-ის მუსიკალური შოუ ჩატარდება, რომლის კრეატიული დირექტორიც გურამ მაცხონაშვილია.
მეტი

ოლივია როდრიგო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პოპვარსკვლავებთან დაპირისპირების  გამო აკრიტიკებს

„ვფიქრობ, ეს ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელსაც ისინი იყენებენ. პოპვარსკვლავებთან დაპირისპირება შესანიშნავი სატყუარაა, სანამ ისინი სხვა საშინელ რამეებს აკეთებენ,” – აღნიშნა როდრიგომ.
მეტი

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი
ედ შირანი - 2025 წლის 12 დეკემბერი, ნიუ-იორკი. John Nacion/Billboard

ედ შირანის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც ექვსი თანამშრომელი დაზიანდა, დეტროიტში იძიებენ

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტის დასრულების შემდეგ, სცენის დემონტაჟის დროს, ტექნიკური ჯგუფის წევრებს ჩამოვარდნილი აღჭურვილობის ნაწილები დაეცათ.
მეტი