ელტონ ჯონი ირლანდიურ პოსტ-პანკ ბენდ Fontaines D.C.-ის აქებს

ლეგენდარული მუსიკოსი ელტონ ჯონი აღფრთოვანებას გამოხატავს ირლანდიური ჯგუფის, Fontaines D.C.-ს მიმართ და საკუთარ რადიო გადაცემაში მათ „ამჟამად საუკეთესო ბენდად“ მოიხსენიებს.
Fontaines D.C. Simon Wheatley
Fontaines D.C.
Simon Wheatley

2024 წელი ირლანდიური პოსტ-პანკ ბენდ Fontaines D.C.-სთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა. ივნისში ბენდი Glastonbury-ს ფესტივალზე გამოვიდა, გასულ თვეს კი Reading & Leeds Festival-ზე წარდგა. ბენდის მეოთხე სტუდიურმა ალბომმა Romance  უდიდესი წარმატება მოიპოვა და ბრიტანეთის ალბომების ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა.

ახლახან ლეგენდარულმა ვარსკვლავმა ელტონ ჯონმა Apple Music-ის საკუთარ რადიო შოუში Rocket Hour ბენდის მისამართით დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოხატა.

Fontaines D.C.-ს ვოკალისტ გრიან ჩატენთან საუბრისას ელტონ ჯონი ქება-დიდებას არ იშურებდა: „დღეის მონაცემებით ჩემთვის თქვენ საუკეთესო ბენდი ხართ.” 

„გლასტონბერიში თვალს გადევნებდით, მოვისმინე თქვენი ახალი ალბომიც. თქვენ მუდმივად იზრდებით და ვითარდებით, როგორც ჩანს, ამ ალბომით იპოვეთ თქვენი ჟღერადობა და ეს ყველაფერი ბრწყინვალეა.” – ამბობს ელტონ ჯონი Fontaines D.C.-ის მისამართით.

ელტონ ჯონმა Apple Music-ის რადიო შოუში Rocket Hour – Fontaines D.C.-ის ვოკალისტ გრიან ჩატენთან საუბრისას აღნიშნა: „ეს ალბომი ახალ საფეხურზე აგიყვანთ, სადაც, დარწმუნებული ვარ, დიდხანს დარჩებით. მასში მართლაც განსაკუთრებული მუსიკაა. გილოცავთ, გრიან, ეს საოცარია.”

Fontaines D.C.-ს მისამართით ელტონ ჯონისგან განსხვავებული, უარყოფითი შეხედულება აქვს მუსიკოს ლიემ გალაჰერს, რომელმაც ბენდი მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც Fontaines D.C.-ს ვოკალისტმა აღნიშნა, რომ ბენდ Oasis-ის გაერთიანებით დიდად აღფრთოვანებული არ დარჩენილა. 

ირლანდიურ პოსტ-პანკ ბენდ Fontaines D.C.-ს ოთხი ალბომი აქვს გამოცემული: Dogrel (2019), A Hero’s Death (2022), Skinty Fia (2022) და Romance (2024). ყველა ალბომი ბრიტანეთისა და ირლანდიის ჩარტებში ტოპ 10-ში მოხვდა. მათი ბოლო ალბომი Romance პირველი ჩანაწერია, რომელიც ლეიბლ XL Records-თან თანამშრომლობით ჩაიწერა, ამ ლეიბლთან კი ისეთი ბენდები თანამშრომლობენ, როგორებიცაა Radiohead და The Prodigy.

მიუხედავად იმისა, რომ ბენდმა ვოკალისტის ხმის პრობლემების გამო რამდენიმე კონცერტი გააუქმა აშშ-ში, ისინი მალე აპირებენ ტურნეს გაგრძელებას. 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბერში Fontaines D.C. ევროპასა და დიდ ბრიტანეთში გამართავს კონცერტებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯენეტ ჯექსონის თქმით, კამალა ჰარისი „შავკანიანი არ არის”

შემდეგი სტატია

საკულტო ბრენდი ბიონსესთან თანამშრომლობას აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი