Coldplay-ს ახალი ალბომი Moon Music უკვე ხელმისაწვდომია: მოუსმინეთ

ალბომი 4 ოქტომბერს გამოვიდა.
Coldplay Anna Lee
Coldplay
Anna Lee

Coldplay-მ რიგით მეათე სტუდიური ალბომი გამოსცა სახელწოდებით Moon Music. ალბომი სტრიმინგ პლატფორმებზე დღეს, 4 ოქტომბერს გამოვიდა. 

ალბომის გამოსვლამდე ჯგუფმა მისი პირველი სინგლი feelslikeimfallinginlove გამოუშვა, რომელსაც მოჰყვა სიმღერები My Love და We Pray, რომელშიც Little Simz, Burna Boy, Elyanna და TINI მონაწილეობენ. Moon Music კიდევ ორ კოლაბორაციას მოიცავს: აირა სტართან კომპოზიციაში Good Feelings და ჯონ ჰოპკინსთან ალბომის სახელწოდების მქონე კომპოზიციაში Moon Music.

ჯგუფის გამორჩეული ეკოლოგიური ეთიკიდან გამომდინარე, Coldplay-მ დიდი ძალისხმევა გასწია, რომ ალბომის ფიზიკური გამოცემა მაქსიმალურად მდგრადი ყოფილიყო. თითოეული 140-გრამიანი ვინილი შეიცავს ცხრა გადამუშავებულ პლასტმასის ბოთლს. რაც შეეხება დისკს, როგორც ამბობენ, ის მსოფლიოში პირველი ეკოდისკია, რომლის 90% გადამუშავებული პოლიკარბონატისგანაა შექმნილი.

Coldplay ამჟამად მსოფლიო ტურნეში იმყოფება. „ბილბორდის” მონაცემებით, მას შემდეგ, რაც 2022 წლის მარტში ტურნემ სტარტი აიღო, ჯგუფმა 8.8 მილიონი ბილეთი გაიყიდა და 945.7 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამ რიცხვებით Coldplay-ს ტურნე ყველაზე მაღალშემოსავლიანი და გაყიდვადია როკტურებს შორის ბოლო 40 წლის განმავლობაში, რაც „ბილბორდი” აღნიშნული მონაცემების ანალიზს აკეთებს. 

მოუსმინეთ Coldplay-ს ახალ ალბომს Moon Music:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

50 Cent-ის თქმით, თანამედროვე რეპის შესაქმნელად მან თავისი „სულელური მხარე” უნდა გამოიყენოს

შემდეგი სტატია

ფინეასმა ახალი ალბომი გამოსცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი