A$AP Rocky-ს თქმით, მან თავიდანვე იცოდა, რომ რიანა მისი შვილების დედა იქნებოდა

რეპერი W Magazine-ის ყდაზეა, რომლის ფოტოც მეუღლეს სწორედ რიანამ გადაუღო.
რიანა უღებს ფოტოს A$AP Rocky-ს W Magazine-სთვის
Rihanna for W Magazine

A$AP Rocky-ს და რიანას უკვე ორი ვაჟი ჰყავთ, თუმცა როგორც რეპერი ამბობს, მოვლენათა ასეთი განვითარება მან რიანასთან შეხვედრისთანავე იცოდა.

როკი მეუღლესთან განსაკუთრებულ კავშირზე W Magazine-თან ინტერვიუში საუბრობს, რომლის ყდის ფოტოც სწორედ რიანას გადაღებულია. 

„მე ეს ჯერ კიდევ იმ დროიდან ვიცოდი, როცა პატარები ვიყავით,” – იხსენებს რეპერი იმ პერიოდს, როცა მიხვდა, რომ  ცხრა გრემის მფლობელი მომღერალი მისი შვილების დედა იქნებოდა. „მგონი, ეს ორივემ ვიცოდით და ასეც მოხდა, როცა გავიზარდეთ. ჩვენ ისევ დავუკავშირდით ერთმანეთს.”

როკიმ ასევე გაიხსენა შემთხვევა, როცა ის ღამის კლუბიდან გამოაგდეს. რიანა კი გარეთ გამოვიდა და დაცვას მის შიგნით შეშვებას სთხოვდა. რეპერმა დაამატა, რომ მათი რომანი კოვიდ-19-ის პანდემიამდე, 2019-2020 წლებში დაიწყო. 

„ძალიან ბევრი ამბავი გვაკავშირებს. ერთხელ ღამის კლუბიდან გამომაგდეს. არ მიშვებდნენ. ეს ის პერიოდია, როცა კარიერას ვიწყებ და ჯერ არავინ მიცნობს. მეთიუ უილიამსთან და ვირჯილთან ერთად ვიყავი. ის ჩვენ არც გვიცნობდა, მაგრამ გარეთ გამოვიდა. ჩვენ ერთმანეთს თვალებში შევხედეთ და მან დაცვას უთხრა: „რატომ არ უშვებთ, რა გჭირთ? შემოუშვით ეს ადამიანი!”

ინტერვიუს ნაწილი რეპერის ნიუ-იორკის სახლის ქუჩაზე ჩაიწერა, სადაც ვირჯილ აბლომ 2012 წელს როკის მუსიკალური კლიპი Fashion Killa გადაიღო. „განსაკუთრებული ადგილია ჩემთვის, რადგან ეს არის პირველი ადგილი, სადაც მას შევუყვარდი,” – ამბობს A$AP Rocky.

წყვილს პირველი ვაჟი 2022 წელს შეეძინა, მეორე კი – მომდევნო წელს. რეპერის თქმით, შვილების მოვლაში რიანას თავისი მშობლები და როკის დედა ეხმარებიან. „ბედნიერი ვარ, რომ ერთი მშობელი მაინც მყავს. ჩვენი მშობლების მხარდაჭერა რომ არ გვქონდეს, არც კი ვიცი, რას შევძლებდით.”

A$AP Rocky-ს აქტიური პერიოდი აქვს მუსიკალურადაც. რეპერი ალბომის Don’t Be Dumb გამოსაცემად ემზადება, რომლის გამოშვებაც შემოდგომისთვის გადაიდო. მისი სინგლების ტრიო კი – Hijack, Tailor Swif და Ruby Rosary – Billboard Hot 100-ში შევიდა.

რიანას მიერ გადაღებული A$AP Rocky W Magazine-ის ყდისთვის
Rihanna for W Magazine
Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კენდრიკ ლამარის სიმღერამ „ბილბორდის“ ჩარტის რეკორდი მოხსნა

შემდეგი სტატია

MTV-ის ევროპის მუსიკალური დაჯილდოების (EMA) ნომინაციებში ქალები დომინირებენ, ტეილორ სვიფტის ლიდერობით

შეიძლება დაგაინტერესოთ

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი