პირველად ბერკლის მუსიკალური კოლეჯი ქართული მუსიკის საღამოს უმასპინძლებს

კონცერტის ორგანიზატორი ქართველი მუსიკოსი გიორგი მიქაძეა.

5 ნოემბერს ბერკლის მუსიკალური კოლეჯის დიდი საკონცერტო დარბაზი პირველად უმასპინძლებს ქართული მუსიკის საღამოს და იქ მისულ მსმენელს საქართველოს გარშემო ამოგზაურებს. ღონისძიება, სახელწოდებით The Music of Georgia, ბერკლის ახლო აღმოსავლეთის ყოველწლიური ფესტივალის ფარგლებში გაიმართება. მისი ორგანიზატორია ქართველი მუსიკოსი და თავად ბერკლის კოლეჯის ასოცირებული პროფესორი გიორგი მიქაძე. 

კონცერტზე შესრულდება ქართული საგუნდო და კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები და ასევე გიორგი მიქაძის საავტორო მუსიკა, რომელიც წარმოადგენს  სხვადასხვა მუსიკალური ელემენტის, ტექნოლოგიის, ჟანრისა და სტილის სინთეზს ქართულ ტრადიციულ მუსიკასთან. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს „თამადაც”, რომელიც თბილისის ურბანულ კულტურას თანამედროვე ელექტრონული ჟღერადობით წარმოაჩენს. 

მულტიჟანრულ კონცერტზე წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული ინსტრუმენტებიც: დოლი, ჩონგური და ფანდური. სცენაზე ასევე წარდგებიან ბერკლის ქართველი სტუდენტები და აშშ-ში მცხოვრები ქართველი მუსიკოსები: გიორგი სუბელიანი და ელიბო იმერლიშვილი. საღამოს ქართული ცეკვის ელემენტებით გააფორმებს ცნობილი ქორეოგრაფი, „ტაურუსის“ მსოფლიო კასკადიორთა ჯილდოს მფლობელი ლაშა მძინარაშვილი. 

ქართველი შემსრულებლების გარდა, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ბერკლის კოლეჯის პროფესორები და კურსდამთავრებულებიც. მათ შორის არიან ცნობილი გიტარისტი დეივიდ ფიუზინსკი, პლეტენიცას ბალკანური გუნდი და ბერკლის ახლო აღმოსავლეთის ფიუჟენ ანსამბლი ფესტივალის დამფუძნებლის, კრისტიანე ქარამის ხელმძღვანელობით. 

პროექტი The Music of Georgia მიზნად ისახავს ქართული ხელოვნების საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობას.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ანგელა ბიენსე, თინა ნოულზი, ბიონსე, კელი როულენდი და სამანტა ბარი Glamour -ის წლის ქალის ღონისძიებაზე, 2024 წლის 8 ნოემბერი ნიუ იორკი. ფოტო ჯეიმი მაკკარტი

ბიონსეს დედის, თინა ნოულზის წარმოთქმულმა სიტყვებმა დედობრივი სიხარულის შესახებ, მომღერალს ცრემლები მოჰგვარა

შემდეგი სტატია

გრემის წლის კომპოზიტორის ნომინაცია აქამდე ქალს არ მოუგია – იქნება თუ არა წლევანდელი დაჯილდოება ამის პრეცედენტი?

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი