სელინ დიონი ლას-ვეგასში ადელის კონცერტს დაესწრო

26 ოქტომბერს ბრიტანელი მომღერალი აუდიტორიის წინაშე Caesars Palace-ში, Colosseum-ის სცენაზე წარდგა.
ადელი. ფოტო: Gareth Cattermole/Getty Images

ადელს ლას-ვეგასში გამართულ კონცერტზე თავისმა ცნობილი კოლეგამ ემოციური სიურპრიზი გაუკეთა.

36 წლის ბრიტანელმა ვარსკვლავმა ცრემლები ვერ შეიკავა, როცა 26 ოქტომბერს Caesars Palace-ში,  Colosseum-ის სცენაზე მიმდინარე შოუს დროს, მაყურებლებს შორის სელინ დიონი შენიშნა.

ფანების მიერ გადაღებულ ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელდა, ჩანს, რომ ადელი მღერის სიმღერას When We Were Young და ამ დროს სელინ დიონს ამჩნევს. დიონი 4 100-ადგილიანი დარბაზის გვერდით ლოჟაში იჯდა. ამის შემდეგ ვიდეომ ემოციური მომენტი დააფიქსირა. ადელმა ტირილი დაიწყო,  სელინ დიონთან მივიდა და გადაეხვია, შემდეგ კი ფანებს ხელი დაუქნია და სცენაზე დაბრუნდა.

დიონმა Colosseum-ის სცენაზე კონცერტი  2003 წელს გამართა. რაც შეეხება ადელისა და დიონის გადაკვეთას, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მომღერლები ლას-ვეგასში ერთმანეთს შეხვდნენ. 2018 წელს ადელი სელინ დიონის მეორე კონცერტს დაესწრო, რომელიც იმავე სცენაზე გაიმართა. იმ წელს ინსტაგრამზე დიონმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ადელს შოუს შემდეგ კულისებში სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა. 

ლას-ვეგასში ადელის კონცერტების სერია ნოემბრის ბოლოს დასრულდება. მომღერალმა წელს განაცხადა, რომ ამ კონცერტების დასრულების შემდეგ ხანგრძლივ შემოქმედებით პაუზას აიღებს. „უბრალოდ დასვენება მჭირდება. ბოლო შვიდი წელი ახალი ცხოვრების შენებას დავუთმე და ახლა მინდა, რომ საკუთარი ცხოვრებით ვიცხოვრო,” – მიმართა ადელმა სექტემბერში მიუნხენში გამართული კონცერტის დროს აუდიტორიას. „მინდა, ვიცხოვრო ჩემი ახალი ცხოვრებით. ძალიან მომენატრებით.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

2025 წლის გრემის დაჯილდოების პროგნოზები: საუკეთესო R&B სიმღერა და საუკეთესო R&B შესრულება

შემდეგი სტატია

ჯერემი ალენ უაიტი ოქროს გლობუსის 81-ე დაჯილდოებაზე, 2024 წლის 7 იანვარი, ბევერლი ჰილზი, კალიფორნია. ფოტო: დენ დოპერალსკი / /Golden Globes 2024/Golden Globes 2024 via Getty Images

მსახიობი ჯერემი ალენ უაიტი ფილმში Deliver Me From Nowhere ბრიუს სპრინგსტინის როლს ასრულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი