გრემის მფლობელი პროდიუსერი და მუსიკოსი ქუინსი ჯონსი 91 წლის ასაკში გარდაცვალა

„დღეს საღამოს ჩვენი გულები დაიმსხვრა. გვსურს საზოგადოებას გავუზიაროთ ინფორმაცია ჩვენი მამისა და ძმის, ქუინსი ჯონსის გარდაცვალების შესახებ.” – ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.
ქუინსი ჯონსი, 2014 წლის 23 სექტემბერი, ნიუ-იორკი. დრიუ გურიანი
ქუინსი ჯონსი, 2014 წლის 23 სექტემბერი, ნიუ-იორკი.
დრიუ გურიანი

მუსიკის გიგანტის, ქუინსი ჯონსის კარიერა 60 წელზე მეტს ითვლის და ის მრავალმხრივ შემოქმედებით როლებს მოიცავდა. იგი იყო მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი, დირიჟორი, მომღერალი, ხმის ჩამწერი კომპანიის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი,  ტელე-კინო პროდიუსერი და ჟურნალის დამფუძნებელი.

ჯონსის პუბლიცისტის, არნოლდ რობინსონის ცნობით, 27 გრემის მფლობელი, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრი მუსიკოსი 3 ნოემბერს, ლოს-ანჯელესში, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა.

„დღეს საღამოს ჩვენი გულები დაიმსხვრა. გვსურს საზოგადოებას გავუზიაროთ ინფორმაცია ჩვენი მამისა და ძმის, ქუინსი ჯონსის გარდაცვალების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი ოჯახისთვის უდიდესი დანაკარგია, ჩვენ მის დიდებულად განვლილ ცხოვრებას ვზეიმობთ. ის მართლაც უნიკალური ადამიანი იყო და ძალიან დაგვაკლდება. გვანუგეშებს და სიამაყით გვავსებს ის ფაქტი, რომ სიყვარულისა და სიხარულის უდიდესი არსი, რაც მისი დამახასიათებელი თვისება იყო, მან მსოფლიოს გაუზიარა. მუსიკითა და უსაზღვრო სიყვარულით განმსჭვალული ქუინსი ჯონსის გული მარადიულად გააგრძელებს სიცოცხლეს” – ნათქვამია მუსიკოსის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ქუინსი ჯონსი მუსიკის რენესანსის ნამდვილი წარმომადგენელია, ქუინსი მუდამ ახალგაზრდაა, მუდამ ენერგიული და წარმოსახვით უსაზღვროდ მდიდარი“ – აღნიშნა ბილბორდთან საუბრისას 2013 წელს მუსიკის ლეგენდამ კლაივ დევისმა.

60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქუინსი ჯონსის მუსიკალური კარიერა ისეთ ლეგენდარულ მუსიკოსებთან ითანამშრომლობას მოიცავს, როგორიცაა  კაუნთ ბეისი და კლარკ ტერი, ასევე რეი ჩარლზი, ფრენკ სინატრა და მაიკლ ჯექსონი.

მაიკლ ჯექსონი და ქუინსი ჯონსი 1984 წელს გრემის 26-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე
კრის უოლტერი/WireImage

ქუინსი ჯონსის მხარდაჭერით შეიქმნა მაიკლ ჯექსონის ალბომები: Off the Wall, Thriller და Bad.  

1985 წელს ქუინსი ჯონსი ხელმძღვანელობდა ისტორიული სინგლის, We Are the World-ის ჩაწერას, რომელიც ბილბორდის Hot 100-ის ჩარტის პირველ ადგილზე მოხვდა.

კარიერის განმავლობაში ქუინსი ჯონსს 27 გრემის ჯილდო აქვს მიღებული მათ შორის Grammy Living Legend და Trustees Awards, ასევე  საფრანგეთის უმაღლესი პატივის ჯილდო — Commandeur de la Legion d’Honneur. 2013 წელს მუსიკოსი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სოხუმის თეატრი თეატრის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციის პარტნიორი გახდა

შემდეგი სტატია

მორისიმ კონცერტი ფანების სცენაზე შეჭრის გამო მოულოდნელად შეწყვიტა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი