ლიემ პეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სამ პირს ბრალი წაუყენეს

პეინი 16 ოქტომბერს, 31 წლის ასაკში, არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში, სასტუმროს მესამე სართულიდან გადავარდა.
ლიემ პეინი. ფოტო: Karwai Tang/WireImage

ჯგუფ One Direction-ის ყოფილი წევრის, ლიემ პეინის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. სამართალდამცავებმა ამ შემთხვევასთან დაკავშირებული სამი პირი დააკავეს.

„პოლიციამ დააკავა სასტუმროს ორი თანამშრომელი. მათ ნარკოტიკებით ვაჭრობა და ადამიანის განსაცდელში მიტოვება ედებათ ბრალად, რასაც შედეგად გარდაცვალება მოჰყვა. პოლიციამ ლიემ პეინის ერთ-ერთი მეგობრის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. აღნიშნული პირი ასევე დაკავებულია,“ – გამოძიების ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება ABC World News Tonight-ის ჟურნალისტი დევიდ მუირი. დაკავებულების სახელები ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა.

პეინი 16 ოქტომბერს, 31 წლის ასაკში, არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში, სასტუმროს მესამე სართულის აივნიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპა. მომღერალს დარჩა შვიდი წლის ვაჟი, რომელიც ყოფილი პარტნიორის, შერილ ქოულისგან ჰყავდა. პეინის გარდაცვალებას მისი მეგობრები, კოლეგები და თაყვანისმცემლები მწუხარებით გამოეხმაურნენ. მათ შორის არიან One Direction-ის ოთხივე ყოფილი წევრი – ჰარი სტაილსი, ნაილ ჰორანი, ლუი ტომლინსონი და ზეინ მალიკი.

ორი კვირის წინ პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა არგენტინის ძვირადღირებულ სასტუმროში, სადაც პეინი გარდაიცვალა, და ამოიღო სხვადასხვა ნივთები, მათ შორის მყარი დისკები და სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ავტოფსიის დასკვნამ აჩვენა, რომ პეინის სიკვდილი რამდენიმე დაზიანებამ გამოიწვია, მათ შორის იყო შიდა და გარე სისხლდენა, რომელიც დაცემის შედეგად განვითარდა. გამოძიებამ ასევე გამოავლინა, რომ გარდაცვალების მომენტში მომღერლის ორგანიზმში არაერთი ნარკოტიკული ნივთიერების კვალი იყო, მათ შორის ე.წ. „ვარდისფერი კოკაინი“. 

7 ნოემბერს ლიემ პეინის ცხედარი ოჯახს გადაეცა, რათა ის ბრიტანეთში დაიკრძალოს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ინტერვიუ shelter.film-ის ქართველ დამფუძნებელთან, რომელმაც A$AP Rocky-ს ცნობილი ვიდეოკლიპი გადაიღო

შემდეგი სტატია

ნინა სუბლატი ახალი სინგლისა და დაანონსებული ალბომის შესახებ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი