ნინა სუბლატი ახალი სინგლისა და დაანონსებული ალბომის შესახებ

Hecta – ასე ჰქვია ალბომს, რომელშიც 11 სიმღერა შედის.

ნინა სუბლატმა ახალი სიმღერა გამოუშვა, რომლის სახელწოდებაა „ცარიელი”. ეს არის პირველი სინგლი არტისტის ალბომიდან Hecta, რომელიც 2024 წლის პირველ დეკემბერს გამოიცემა. 

ახალი სინგლის და დაანონსებული ალბომის შესახებ მუსიკოსს Billboard Georgia ესაუბრა. 

ნინა სუბლატი:

„რთულია, მოგიყვეთ ამ სიმღერის იდეის შესახებ. არასდროს ვგეგმავ, არასდროს ვუღრმავდები, რას და რატომ ვწერ. შემოქმედებითი პროცესი რაღაც ბუნებრივი მოვლენასავითაა. ვფიქრობ, ის, რასაც მე განვიცდიდი და ვგრძნობდი ამ სიმღერის შექმნისას, ჟღერადობით და განსაკუთრებით ტექსტით, გასაგებად არის გადმოცემული. გულწრფელი სურვილი მაქვს, „ცარიელი” მსმენელისთვის იყოს ის, რასაც თავად გადაწყვეტს. 

„ცარიელი” არტისტის პირველი ქართულენოვანი სიმღერაა, რომელიც 2018 წელს დაიწერა. მუსიკის ავტორი გიორგი შამანაურია. როგორც ნინა სუბლატი აღნიშნავს, თავდაპირველად არ ეგონა, თუ ეს ნამუშევარი ოდესმე გამოქვეყნდებოდა, თუმცა სიმღერის ჩაწერიდან რამდენიმე წლის შემდეგ მიხვდა, რომ ის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილს დაიკავებდა ალბომში. 

ნინა სუბლატი:

„გიორგის ჯერ დასრულებულიც არ ჰქონდა ტრეკი, რომ ტექსტი და მელოდია უკვე მკაფიოდ მესმოდა გონებაში. მახსოვს, მობილურის ხმის ჩამწერ აპლიკაციაში ჩავიწერე, რომ არ დამვიწყებოდა და მეორე დღესვე ჩავწერე სტუდიაში. ხანდახან ხდება ისე, რომ სიმღერა ხუთ წუთში იწერება და ასეთ დროს ვხვდები, ამაზე უკეთესს ვერ მოვიფიქრებდი; ამაზე გულწრფელი ვერაფრით ვიქნებოდი, რამდენი დროც არ უნდა დამეთმო.”

რაც შეეხება დაანონსებულ ალბომს, არტისტის თქმით, Hecta ერთგვარად მისი პირადი ისტორიაა. ის ასევე ეძღვნება ავტორის საყვარელ მითოლოგიურ ფიგურას, ქალღმერთ ჰეკატეს. ალბომი 11 სიმღერას აერთიანებს. როგორც მუსიკოსი Billboard Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავს, ალბომი მის შვიდწლიან ციკლს აღწერს და ყველაზე მნიშვნელოვან განცდებს გამოხატავს. 

ნინა სუბლატი. ფოტო: მიმი აბინტრა

ჟანრობრივად არტისტის შემოქმედება არ შეცვლილა – დაანონსებული ნამუშევარი ტრიპ ჰოპის, სინთპოპის, ემბიენთის, დარქ პოპისა და კიდევ რამდენიმე ჟანრის სინთეზია. ნინა სუბლატის თქმით, შესაძლოა, Hecta შედარებით მძიმე მოსასმენი იყოს,  ვიდრე მისი სხვა ნამუშევრები. 

„ვხვდები, რომ ეს ალბომი მხოლოდ მაშინ შეგიძლია მოისმინო, როცა ძალიან გჭირდება: როდესაც რაღაც გარდამტეხი პერიოდი გაქვს და მას მარტო გადიხარ. ასეთ დროს Hecta აუცილებლად გახდება შენი მეგობარი და მასში აუცილებლად იპოვი ერთ ისეთ სიმღერას მაინც, რომელიც ამ მარტოობას შეგიმსუბუქებს,” – ამბობს არტისტი. 

ალბომის სრულ კონცეფციაში დიდი ადგილი უკავია ყდის ე.წ. არტვორქს. Hecta-ს ვიზუალურ მხარეზე აკა ფროდიაშვილმა, მიმი აბინტრამ, ირაკლი ნოდიამ და ირაკლი ლობჟანიძემ იმუშავეს. 

Hecta. ალბომის ყდა: აკა ფროდიაშვილი, მიმი აბინტრა

ნინა სუბლატი:

„ვიზუალზე ფიქრისას გონებაში მხოლოდ ის გარემო მიტრიალებდა, რომელშიც წერის პროცესში ვიმყოფებოდი – სტერილური, მშვიდი, ბნელი, განმარტოებული, სილამაზით სავსე, სევდიანი, არაფრით გამორჩეული მაგრამ მყუდრო. ალბომის გარეკანად საკუთარი ფოტოს წარმოდგენაც კი ზედმეტად მეჩვენებოდა. რამდენიმე თვის წინ, ჩემი პერფორმანსის შემდეგ, შემხვდა აკა ფროდიაშვილი. ის ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი დიზაინერი და უდიდესი შემოქმედებითი ენერგიის მატარებელი ადამიანია. ისე, რომ სიმღერები მოსმენილიც არ ჰქონდა, რაღაც მისტიკური გზებით ზუსტად აღმიწერა, როგორ ხედავდა ალბომის ვიზუალურ მხარეს და ეს ის მომენტი იყო, როდესაც ჩვენი ხედვები ერთმანეთს სრულიად დაემთხვა. პარალელურად, საქართველოში იმყოფებოდა ჩემი დიდი ხნის მეგობარი, არაჩვეულებრივი ფოტოგრაფი მიმი აბინტრა, რომელიც ასევე მისტიკურად გახდა ამ ყველაფრის ნაწილი და ერთობლივად გადავიღეთ ყდის ფოტო. ეს არის თეთრ სტერილურ ფონზე მოჭრილი თმებით დაწერილი Hecta. ფოტოს დანახვისთანავე მივხვდი, რომ ეს სწორედ ის იყო, რაც ძალიან მინდოდა და რაც ძალიან უხდება მთლიან კონცეფციას – თმა, როგორც სხეულის განუყოფელი ნაწილი, წარსული თავგადასავლების მიმღები და გამტარი, რომელიც მუდამ შენი ნაწილი იქნება, თუმცა მოჭრილ მდგომარეობაში შენთან ფიზიკურად აღარ არის.”

Hecta დამოუკიდებლად გამოცემული ალბომი იქნება. მუსიკის ავტორი და პროდიუსერი  ნინა სუბლატი და გიორგი შამანაური არიან. ალბომი 2024 წლის პირველ დეკემბერს გამოვა. Hecta-ს გამოცემამდე კი, ნოემბერში, რამდენიმე სინგლი გამოქვეყნდება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლიემ პეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სამ პირს ბრალი წაუყენეს

შემდეგი სტატია

შონ Diddy კომბსი 2021 წლის 2 ივნისს ატლანტაში Fox Theatre-ში Paras Griffin/Getty Images

Diddy-ს პატიმრობაში ყოფნის დროს სოციალურ ქსელებს მისი შვილი, კინგი კომბსი მართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი