2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
ტრევის სკოტი. ფოტო: Andreas Rentz/Getty Images

ტრევის სკოტი კოაჩელაზე ბრუნდება. რეპერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2025 წელს ფესტივალზე გამოვა. ინფორმაცია არტისტმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც მისი მონაწილეობის შესახებ  სოციალურ ქსელებში აქტიური განხილვა დაიწყო. როგორც ჩანს, სკოტი მსმენელს ახალ მუსიკასაც ჰპირდება.

ტრევის სკოტმა, რომელიც ასევე ცნობილია სასცენო სახელით La Flame, გაამხილა, რომ მის მუსიკალურ კარიერაში ახალი თავი იწყება, რომელსაც კოაჩელას მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე წარადგენს. ტრევის სკოტის თქმით, ფესტივალზე ასევე სანახაობრივი ფორმით იქნება წარმოდგენილი მის მიერ დაფუძნებული მუსიკალური ლეიბლი, სახელწოდებით Cactus Jack.

„ახალი თავი, ახალი პერფორმანსი, ახალი კოაჩელა La Flame-ისა და Cactus Jack-ისგან. „მოემზადეთ აპრილისთვის, რადგან მოვდივარ!“ – დაწერა ტრევის სკოტმა ინსტაგრამზე. 

სკოტის ფანები აღფრთოვანებულები შეხვდნენ არტისტის მიერ ახალი ეპოქის დაანონსებას და იმედოვნებენ, რომ 2025 წელს ის ახალ ალბომსაც გამოსცემს. 

პარალელურად კოაჩელამაც დააანონსა სრული ლაინაფი, რომელშიც ისეთი ვარსკვლავები მოხვდნენ, როგორებიც არიან Post Malone, ლედი გაგა და Green Day.

MetLife-ის სტადიონზე ოქტომბერში გამართული შოუს დროს ტრევისმა განაცხადა, რომ ეს Utopia-ს ეპოქის ბოლო კონცერტი იყო, რაც ნიშნავს, რომ 2025 წლისთვის მისი ახალი შემოქმედებითი ეპოქა იწყება.

ტრევის სკოტის ბოლო ალბომი Utopia 2023 წლის აგვისტოში გამოვიდა და გამოსვლისთანავე Billboard 200-ის ჩარტის პირველ ადგილზე აღმოჩნდა. 

იხილეთ სკოტის პოსტი: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბრუნო მარსი ლედი გაგასა და Rosé-ს თანამშრომლობისა და „ისტორიის შექმნისთვის” მადლობას უხდის

შემდეგი სტატია

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი