კლუბი BASSIANI ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს

„BASSIANI აგრძელებს გაფიცვას და აუქმებს ამ კვირაში დაგეგმილ საკლუბო ღამეებს. თუმცა, არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი.“ – აღნიშნულია განცხადებაში
BASSIANI
BASSIANI

ელექტრნული მუსიკის სივრცე BASSIANI ინსტაგრამზე განცხადებას ავრცელებს. ბილბორდ საქართველო მას უცვლელად გთავაზობთ:

„მეათე დღეა, რაც საქართველოს ყველა ქალაქში მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები უწყვეტად გრძელდება, მას შემდეგ, რაც არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საზოგადოებას ხმის უფლება წაართვა, ღიად და დეკლარირებულად შეაჩერა ქვეყნის სწრაფვა ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ, მიიღო რეპრესიული ანტი-ლგბტ კანონი და დაიწყო რუსული ავტორიტარული რეჟიმის დამყარება. უპრეცედენტო მასშტაბის სახალხო პროტესტის ჩახშობის მიზნით, სისტემა ყოველდღიურად, არბევს აქციებს წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზით, ძალადობრივი დაჯგუფებებითა და სხვა საშუალებებით.

დემონსტრანტთა შეუპოვრობაზე პასუხად, სისტემამ სასტიკი სადამსჯელო ღონისძიებები დაიწყო, უკანონოდ დაპატიმრებულია 400-ზე მეტი ადამიანი, რომელთა 80% გახდა ფიზიკური ძალადობის, დამცირების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რაც წარმოადგენს ტერორს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ჩადენილი დანაშაულებისთვის დღემდე არცერთი მოძალადე პოლიციელი არაა დასჯილი.

სოლიდარობას ვუცხადებთ სისტემის ყველა მსხვერპლს და მძევალს, ყველა შეუპოვარ და დაუმორჩილებელ ხმას და მოვითხოვთ აქციაზე დაკავებული დემონსტრანტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

თბილისის საკლუბო სცენა ერთ კვირაზე მეტია გაფიცულია, ძალა და ენერგია ახლა ქალაქის ქუჩებისკენაა მიმართული. არ გვაქვს უფლება, ქვეყნისთვის ასეთ ეგზისტენციალურ მომენტში თუნდაც ერთი ნაბიჯით დავიხიოთ უკან. მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს არ დავთმოთ მრავალწლიანი ბრძოლისა და შრომის შედეგი, თანასწორობასა და თავისუფლებაზე დაფუძნებული საზოგადოება და გავაგრძელოთ უკომპრომისო ბრძოლა.

BASSIANI აგრძელებს გაფიცვას და აუქმებს ამ კვირაში დაგეგმილ საკლუბო ღამეებს. თუმცა, არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი.

სამწუხაროდ, არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი გაქრობის საფრთხის წინაშე აყენებს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ საკლუბო კულტურას, რომელიც სინათლისა და წინააღმდეგობის ერთ-ერთი ნაპერწკალია და მისი გადარჩენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამიტომ, მეგობრებსა და მხარდამჭერებს, გთხოვთ, დაგვეხმაროთ ხმის გავრცელებასა და უსაფრთხო სივრცის და მოძრაობის შენარჩუნებაში დონაციის საშუალებით.

paypal.me/bassiani

დაიკავე ქუჩა, გამარჯვება გარდაუვალია”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Tamada საქართველოში მიმდინარე პროტესტს ახალი ტრეკით ეხმიანება

შემდეგი სტატია

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნაზე ხატია ბუნიათიშვილმა დაუკრა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი