საქართველოში არსებული ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლები რეპრესიების წინააღმდეგ ერთიანდებიან და სოლიდარობის მსვლელობას მართავენ

რეპრესიების წინააღმდეგ მიმართული სოლიდარობის მარში დღეს, 13 დეკემბერს, 19:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება.

სოციალურ ქსელში ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სივრცის წარმომადგენლების ერთობლივი განცხადება გავრცელდა. ცნობისთვის, პროტესტის ნიშნად, თბილისის საკლუბო სცენა უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც გაფიცულია და სოლიდარობას უცხადებს აქციებზე დაკავებულ ყველა ადამიანსა და სისტემის მსხვერპლს.

„ბილბორდ საქართველო“ უცვლელად გთავაზობთ გავრცელებულ განცხადებას:

„საქართველოს ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის სცენა სოლიდარობის მარშით ვერთიანდებით რეპრესიების წინააღმდეგ, პარასკევს, 13 დეკემბერს, 19:00 საათზე, და ვმართავთ მსვლელობას მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტამდე.

არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ წართმეული არჩევნების, რუსული და ანტი-ლგბტქ+ კანონების მიღების შემდეგ, ღიად და დეკლარირებულად უღალატა საქართველოს კონსტიტუციას და შეაჩერა ქვეყნის სწრაფვა ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ, რასაც საზოგადოების უპრეცედენტო წინააღმდეგობა მოჰყვა. საპროტესტო აქციების დარბევის, ჟურნალისტებზე სასტიკი თავდასხმების და კრიმინალური დაჯგუფებების მხრიდან სადამსჯელო ღონისძიებების პარალელურად, უკანონოდ დაპატიმრებულია 400-ზე მეტი ადამიანი, რომელთა 80% გახდა ცემის, დამცირების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რაც წარმოადგენს ტერორს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ჩადენილი დანაშაულებისთვის დღემდე არცერთი მოძალადე პოლიციელი არაა დასჯილი, პირიქით, ახალი კანონით, დემონსტრაციებზე დემონსტრანტთა გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.

პროტესტის ნიშნად, თბილისის საკლუბო სცენა ორ კვირაზე მეტია გაფიცულია და ძალა და ენერგია ახლა ქალაქის ქუჩებისკენაა მიმართული. მოვუწოდებთ თანამოაზრეებსა და მხარდამჭერებს, შემოუერთდნენ მსვლელობას, გავაგრძელოთ უკომპრომისო ბრძოლა და შრომა სოციალური სამართლიანობისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის – არ გვაქვს უფლება, ქვეყნისთვის ასეთ ეგზისტენციალურ მომენტში თუნდაც ერთი ნაბიჯით დავიხიოთ უკან.

სოლიდარობას ვუცხადებთ სისტემის ყველა მსხვერპლსა და მძევალს, ყველა შეუპოვარ და დაუმორჩილებელ ხმას და მოვითხოვთ:

აქციაზე დაკავებული ყველა დემონსტრანტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას;

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას;

წინააღმდეგობას და დაუმორჩილებლობას ვუცხადებთ რეჟიმის მიერ შემოღებულ ყველა რეპრესიულ კანონს.

ელექტრონული მუსიკის სცენა და საკლუბო კულტურა ყოველთვის იყო და იქნება თანასწორობაზე, სოლიდარობასა და ურთიერთპატივისცემაზე, ერთმანეთის გაძლიერებაზე დაფუძნებული და იმ იდეების ერთგული, რომელიც ადამიანის სინდისის, გამოხატვისა და შემოქმედებითი თავისუფლების საწინდარია და არასდროს დავუშვებთ, რომ ეს საერთო მონაპოვარი განადგურდეს.” – აღნიშნულია განცხადებაში.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ოზი ოზბორნს ფინალური შოუსთვის Black Sabbath-ის შეკრება სურს

შემდეგი სტატია

„მჯერა” – Sophie Villy-ს მუსიკალური მანიფესტი საქართველოში მიმდინარე პროტესტის მხარდასაჭერად

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი

ხატია ბუნიათიშვილი საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს

„გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები. თუ გირჩევნიათ, ასე გეტყვით - გთხოვთ, გაათავისუფლეთ სინდიდის პატიმრები!” - წერს პიანისტი.
მეტი
50 Cent - 2024 წლის, 6 ივნისი, ნიუ იორკი. ფოტო სლავენ ვლასიც/Getty Images

50 Cent-მა მისი  დაჭრისა და ჰოსპიტალიზაციის შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო

გავრცელდა ჭორები, თითქოს რეპერს ჰოლივუდში ესროლეს და ამის გამო სასამართლოშიც კი აღმოჩნდა. 50 Cent-მა განცხადება გააკეთა.
მეტი
Imagine Dragons Eric Ray Davidson

Imagine Dragons-მა სიმღერა მთვარეზე გაგზავნა, თუმცა მისი ტრანსლაციის გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა

Althena-ს კოსმოსური აპარატის წარუმატებელი დაშვების გამო, Imagine Dragons-ის სიმღერა დედამიწიდან მთვარეზე ვერ გადაიცა
მეტი
კანიე უესტი 67-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე 2025 წლის 2 თებერვალი ლოს ანჯელესი Matt Winkelmeyer/Getty Images

კანიე უესტმა ღონისძიებების სერიის  Sunday Service-ის დაბრუნება დააანონსა და კუ-კლუქს-კლანის მოსასხამის ფოტო გამოაქვეყნა

„დღის ლუქი“ – დაწერა რეპერმა ფოტოს აღწერაში, რომელიც Sunday Servic-ის დაბრუნებას 2025 წლის 16 მარტს აპირებს
მეტი
ჯინ ჰეკმენი და ბეტსი არაკავა 2003 წლის 19 იანვარი, ქროს გლობუსის მე-60 დაჯილდოება. Kevin Winter/Getty Images

ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯინ ჰეკმენი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში  გარდაცვლილი იპოვეს

95 წლის ამერიკელი მსახიობი ჯინ ჰეკმენი და მისი 64 წლის მეუღლე ბეტსი არაკავა ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ სანტა-ფეში მდებარე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
მეტი