ნახეთ, 2025 წლის Billboard Women in Music-ის შემსრულებულთა, წამყვანთა და საპატიო ჯილდოს მფლობელთა სრული სია

წამყვანებს შორის არიან ისეთი ქალი არტისტებიც, რომლებიც წინა წლის Women in Music ღონისძიებებზე დაჯილდოვდნენ.
Billboard Women in Music 2025
Billboard

ბილბორდის 2025 წლის Women in Music ღონისძიებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება! გრანდიოზული საღამო 29 მარტს, კალიფორნიაში Hollywood Park-ში გაიმართება.

ღონისძიებას ლავერნ კოქსი  უმასპინძლებს, რომელიც  მუსიკალურ ინდუსტრიაში გავლენიან ქალებს, არტისტებსა და ინდუსტრიის ლიდერებს მიაგებს პატივს. საღამო სავსე იქნება დაუვიწყარი შესრულებებითა და დაჯილდოებებით.

ღონისძიებაზე  წლევანდელი საპატიო სტუმრები არიან: Aespa, ანგელა აგუილერა, ერიკა ბადუ, გრაცია აბრამსი, მეგან მორონი, მუნი ლონგი და  Tyla.

აღსანიშნავია ასევე თინა ნოულსი, რომელიც წელს წლის დედის (Mother of the Year)  ჯილდოს მიიღებს. ის არა ერთი, არამედ ორი გავლენიანი არტისტის – ბიონსეს და სოლანჟის დედაა, რომლებმაც წარსულში Women in Music ჯილდო მიიღეს. 

ბიონსეს 2009 წელს Woman of the Year (წლის ქალის)  წოდება მიენიჭა, ხოლო სოლანჟ ნოულსმა 2017 წელს Impact Award (წლის გავლენის ჯილდო) მიიღო.

Billboard Women in Music 2025-ის პირდაპირ ეთერს ექსკლუზიურად უმასპინძლებს VIZIO WatchFree+. ღონისძიების ტრანსლაცია 29 მარტს VIZIO სატელევიზიო არხებზე და VIZIO-ის მობილურ აპში შედგება.

სპეციალური არხი  შემეცნებით ინტერვიუებს, არტისტებთან სტუდიურ სესიებს და  სხვა საინტერესო მასალებს მოიცავს. წითელი ხალიჩის კორესპონდენტი იქნება Jazzy, ხოლო კულისებში ექსკლუზიური კადრების გადაღებას დრიუ აფუალო უზრუნველყოფს. წითელ ხალიჩაზე DJ Princess SC-სა და DJ Sparkle-ის სპეციალურ DJ-სეტს უმასპინძლებს. წითელ ხალიჩაზე ასევე გამოჩნდებიან: არი ლენოქსი, Ashe, Ava Max, ბელა პორჩი, ჰაიდი მონტაგ JoJo Siwa, კანდი ბარუსი, კიშა კოული, მადისონ ბეილი, და სხვები.

ნახეთ 2025 წლის Billboard Women in Music-ის სრული შემადგენლობა – შემსრულებლები, წამყვანები და საპატიო სტუმრები.

ასევე, იხილეთ 2025 წლის Billboard Women in Music-ის შესრულებულების, წამყვანებისა და საპატიო ჯილდოს მფლობელთა სრული სია: 

 საპატიო ჯილდო

Doechii –  წლის ქალის ჯილდო 2025;

Aespa – წლის ჯგუფის ჯილდო;

ანგელა აგილარი  – წლის აღმოჩენა;

ANNA – Billboard Italy –  წლის ქალი;

შარლოტ კარდენი  –  Billboard Canada –  წლის ქალი;

ერიკა ბადუ  – ლეგენდის ჯილდო;

GloRilla – Powerhouse  ჯილდო (გადაეცემა იმ შემსრულებლებს, ვისი მუსიკაც წლის განმავლობაში სტრიმინგითა და გაყიდვებით დომინირებდა);

გრეისი აბრამსი  – წლის სიმღერის ავტორის ჯილდო;

JENNIE  – გლობალური კონტრიბუციის  ჯილდო;

მეგან მორონი –  Rulebreaker ჯილდო;

მეგან თრეინორი  – ჰიტმეიქერის ჯილდო;

მუნი ლონგი  – ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო; 

თინა ნოულზი  –  წლის დედის ჯილდო;

ტაილა ლორენ მურენდი  – წლის გავლენის ჯილდო.

შემსრულებლები:

Aespa

ანგელა აგილარი

ერიკა ბადუ

გრეისი აბრამსი

მეგან მორონი

მუნი ლონგი

ტაილა ლორენ მურენდი

წამყვანები:

Becky G

კარლი უჩისი

მედისონ ბირი

ჯულია მაიკლსი

ლორენ ხაურეგი

მიკი გაიტონი

სუკი უოტერჰაუსი

სამერ უოკერი

ტანერ ადელი

ვიქტორია მონე

ზარა ლარსონი

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Diego – სიმღერა, რომელიც საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ეძღვნება

შემდეგი სტატია

კენდრიკ ლამარის Halftime Show-მ 125 ოფიციალური საჩივარი მიიღო

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ოაზისის”, პოლ მაკარტნის, ელვისისა და სხვა მუსიკოსების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმები 2027 წლის ოსკარის ნომინაციისთვის იბრძოლებენ

მორგან ნევილს, რომელმაც 2014 წელს გაიმარჯვა ფილმით 20 Feet From Stardom, კონკურსში ორი ფილმი აქვს წარდგენილი.
მეტი
ფილ კოლინზი სცენაზე სიტყვით გამოდის 2026 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიაზე, 14 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater.

ფილ კოლინზმა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეკრებილ პუბლიკას მიმართა: „ჩემზე ჯერ ყველაფერი არ გსმენიათ“

14 ნოემბერს ფილ კოლინზი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში სოლო არტისტის სტატუსით წარადგინეს. სამადლობელი სიტყვით გამოსვლისას კი მუსიკოსმა აღნიშნა, რომ…
მეტი

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი
Naré - BOO! - საბავშვო ევროვიზია 2026 -ის გამარჯვებული

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სომხეთი გახდა

სომხეთის წარმომადგენელმა Naré-მ საბავშვო ევროვიზია 2026 სიმღერით - BOO! მოიგო, საქართველოს წარმომადგენელი დავით ლომიძე კი მეხუთე ადგილზე გავიდა.
მეტი