ბილი აილიშმა  Apple Music-ის წლის საუკეთესო არტისტის ღონისძიებაზე სიმღერა L’Amour De Ma Vie-ს აკუსტიკური ვერსია შეასრულა

ვარსკვლავი გასულ თვეს Apple Music-ის წლის არტისტად დასახელდა.
Billie Eilish Petros Studio
Billie Eilish
Petros Studio

ცოტა ხნის წინ ბილი აილიში Apple Music-ის 2024 წლის არტისტად დაასახელეს. ამის აღსანიშნად Apple Music-თან ერთად ბილი აილიშმა და მისმა ძმამ ფინეასმა ლოს-ანჯელესში აკუსტიკური კონცერტი გამართეს. კონცერტი კითხვა-პასუხის სესიასაც  მოიცავდა, სადაც ბილი აილიშმა 2024 წელს ალბომ Hit Me Hard and Soft-ში შესული სიმღერები შეასრულა.

ვინც შოუზე დასწრება ვერ მოახერხა, მისი ნახვა Apple Music-ის გამომწერებისთვის კვლავ არის შესაძლებელი.

Apple Music-ის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ვიდეოში ბილი აილიში სიმღერა L’Amour de Ma Vie-ს აკუსტიკურ ვერსიას ასრულებს.

ეს პერფორმანსი ცოტა ხნის წინ ბილი აილიშის Apple Music-ის წლის არტისტად დასახელებას მოჰყვა. „გამოცემის დღიდან  Apple Music მხარს უჭერს ჩემს მუსიკასა და ხელოვნებას. მე მათ დიდ პატივს ვცემ და ბედნიერი ვარ, რომ ამდენი წლის შემდეგ წლის არტისტად მაღიარეს. – განაცხადა ბილი აილიშმა.

2024 წელი საკმაოდ გამორჩეული იყო ბილი აილიშისთვის. მაისში მისი ალბომი Hit Me Hard and Soft  გამოვიდა, რომელიც 138 ქვეყანაში  Apple Music-ის ყველა ჟანრის ალბომების ჩარტში პირველი ადგილზე გავიდა, ხოლო ბილბორდის ანალოგიურ ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა.

2025 წლის გრემის დაჯილდოებისთვის ბილი აილიში შვიდ ნომინაციაზეა წარდგენილი. ალბომი Hit Me Hard and Soft წლის ალბომისა და საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომის კატეგორიებშია ნომინირებული, ხოლო Birds of a Feather წლის ჩანაწერის, წლის სიმღერისა და საუკეთესო პოპ სოლო შესრულების კატეგორიებში. L’Amour De Ma Vie ნომინირებულია საუკეთესო  პოპ ჩანაწერის კატეგორიაში, ხოლო მისი კოლაბორაცია Charli XCX-სთან, სიმღერით  Guess, ნომინირებულია საუკეთესო პოპ დუეტ/ჯგუფის  კატეგორიაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

2024 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ საუკეთესო ლიტერატურულ დებიუტ წიგნად მუსიკოსის და მწერლის აინე მერმეს წიგნი „ეუარა” დასახელდა

შემდეგი სტატია

კლუბი Mtkvarze განცხადებას ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი