კლუბი Mtkvarze განცხადებას ავრცელებს

„სამი კვირაა, რაც კლუბები და ელექტრონული მუსიკის სცენა გაფიცულია. ასობით ადამიანისთვის ეს სფერო არა მხოლოდ შემოსავლის ერთადერთი წყაროა, არამედ თავისუფლებისა და თვითგამოხატვის პლატფორმაც.”
Mtkvarze IG

თბილისის საკლუბო სივრცეები კვლავ იხსნება. დაწესებულებები, პროტესტის პარალელურად, სამი კვირის განმავლობაში იყო დახურული. 

ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კლუბი Mtkvarze განცხადებას აქვეყნებს. 

Billboard Georgia უცვლელად გთავაზობთ ტექსტს; 

„მეგობრებო და თანამოაზრეებო, არალეგიტიმური და თვითგამოცხადებული მთავრობა, რომელმაც არჩევნები გაყალბების გზით მიიტაცა, ყოველდღიურად იღებს კანონებს, რითაც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და რეპრესიებს უწყობს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მოქალაქეებს დევნის, დაშინებისა და წამების მეთოდებით. ფაშისტური, ანტისახელმწიფოებრივი და არაჰუმანური კანონებით რეჟიმი ცდილობს, პირდაპირი მნიშვნელობით აკრძალოს ლგბტქ+ ადამიანები და  ჩაახშოს სამართლიანი პროტესტის ხმა.  

ავტორიტარული პოლიტიკური კლანის მიერ დაპატრონებული უსამართლო სასამართლოს დახმარებით ჩვენი მეგობრები და თანამებრძოლები რეჟიმის ტყვეები ხდებიან, მაგრამ, სანამ სიმართლის მხარეს ერთიანად და ჯიუტად ვდგავართ, ვერ გაგვტეხავენ.

ამ მძიმე პროცესში კლუბებიც გაქრობის წინაშე აღმოვჩნდით. ეს ის თავისუფალი სივრცეებია, სადაც ჯერ კიდევ ვახერხებთ ძალადობისგან დაცლილი და უსაფრთხო, სოლიდარული გარემოს შექმნას, სადაც ცეკვით, მუსიკის მოსმენით და სოციალიზაციით რამდენიმე საათის განმავლობაში განტვირთვა შეგვიძლია, რაც ახლა ასე ძალიან გვჭირდება.

სამი კვირაა, რაც საკლუბო და ელექტრონული სცენა გაფიცულია. ასობით ადამიანისთვის ეს სფერო ერთადერთი საარსებო წყაროა და ამავდროულად თავისუფლებისა და თვითგამოხატვის პლატფორმაა.  

მიუხედავად მძიმე ვითარებისა, გადავწყვიტეთ, 20 დეკემბრიდან დავიწყოთ აღდგენის პროცესი. ეს არ არის მხოლოდ კლუბის გახსნა – ეს არის ბრძოლაა ჩვენი ღირებულებებისთვის, თვითგამოხატვისა და თავისუფლებისთვის, რადგან გვწამს, რომ კლუბი მხოლოდ ცეკვისა და გართობის ადგილი არ არის – ეს არის სივრცე, რომელიც ყოველთვის იდგა თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის იდეებზე. სამწუხაროდ, დღეს ასეთ ადგილებს გაქრობის პირდაპირი საფრთხე ემუქრება.  

ჩვენ გვჯერა, რომ ერთიანობით და სოლიდარობით შევძლებთ,  გავაძლიეროთ ერთმანეთი და შევინარჩუნებთ იმას, რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია.  კლუბი Mtkvarze ყოველთვის დარჩება იქ, სადაც სამართლიანობა, თანასწორობა და სიყვარულია.  

ერთმანეთის მხარდაჭერით ყველაფერს გადავიტანთ და აუცილებლად ავაშენებთ სახელმწიფოს, საიდანაც უსამართლობას და სიღარიბეს თვითგადარჩენის მიზნით აღარ გავექცევით. ვიამაყებთ, რომ ამ ქვეყნის შვილები ვართ და სიყვარულით ვემსახურებით მის შენებას.  

20 დეკემბერს გელოდებით! ძალიან მოგვენატრეთ!”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Billie Eilish Petros Studio

ბილი აილიშმა  Apple Music-ის წლის საუკეთესო არტისტის ღონისძიებაზე სიმღერა L’Amour De Ma Vie-ს აკუსტიკური ვერსია შეასრულა

შემდეგი სტატია

დეივ გროლი ქალიშვილ ვიოლეტ გროლთან ერთად გამოდის გლასტონბერის ფესტივალის მე-3 დღე, 2023 წლის 23 ივნისი, ინგლისი. ჰარი დურანტი

დეივ გროლის ქალიშვილი ვაიოლეტ გროლი სადებიუტო ალბომს ამზადებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი