საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლები გაფიცვის ეტაპიდან უნდა გადავიდეთ მანიფესტაციაზე და ნაწილობრივ დავუბრუნდეთ სამუშაო რეჟიმს, რათა გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა და შევინარჩუნოთ ფინანსური სტაბილურობა,” – ვკითხულობთ გავრცელებულ რეკომენდაციაში.

საქართველოს მუსიკოსთა კავშირი სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირის რეკომენდაცია.

მუსიკის სფეროს წარმომადგენლები ვიყავით ერთ-ერთი პირველი სფერო, რომელმაც ქვეყნის მიმდინარე რთული და დაძაბული პოლიტიკური პროცესები გაფიცვის ფორმით გამოხატა.

აღნიშნულით გვინდოდა საზოგადოების განწყობის, სოლიდარობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტის ჩვენება.

სამი კვირის განმავლობაში გაფიცვა იყო ჩვენი პოზიციის მკაფიო გამოხატულება. ამ პერიოდში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მუსიკოსები არა მხოლოდ ხელოვნების, არამედ საზოგადოებრივი ცვლილებების აქტიური მონაწილეები ვართ. თუმცა, ვითარების გაანალიზების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლები გაფიცვის ეტაპიდან უნდა გადავიდეთ მანიფესტაციაზე და ნაწილობრივ დავუბრუნდეთ სამუშაო რეჟიმს, რათა გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა და შევინარჩუნოთ ფინანსური სტაბილურობა.

ხელოვნებას შეუძლია მკაფიო მანიფესტაცია და საზოგადოების ყოფის გამოხატვა, განურჩევლად სტაბილური თუ რთული პერიოდისა.

ამავდროულად, ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ სახელმწიფო სექტორს და საჯარო მოხელეებს გააგრძელონ საპროტესტო მოძრაობა გაფიცვის ფორმით. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი,  რომელიც მიგვიყვანს სამართლიანი პირობების უზრუნველყოფამდე.

ასევე გთავაზობთ, რომ მანიფესტაციის ფორმებზეც ერთად ვიმსჯელოთ და ვიმუშაოთ

საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი სრულად ინარჩუნებს სოლიდარობას საზოგადოებრივი პროტესტის მიმართ და განაგრძობს ბრძოლას ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულებაა ვიყოთ იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება.

საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ელტონ ჯონის ახალი ცვილის სკულპტურა  „მადამ ტიუსოს“ მუზეუმის სივრცეში ტექნიკურად  ერთ-ერთი ყველაზე რთული ფიგურაა

შემდეგი სტატია

Jazz club 1984 მუსიკალურ საღამოებს 27 დეკემბრიდან აღადგენს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Imagine Dragons Eric Ray Davidson

Imagine Dragons-მა სიმღერა მთვარეზე გაგზავნა, თუმცა მისი ტრანსლაციის გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა

Althena-ს კოსმოსური აპარატის წარუმატებელი დაშვების გამო, Imagine Dragons-ის სიმღერა დედამიწიდან მთვარეზე ვერ გადაიცა
მეტი

2Pac-ის  მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დუეინ დეივისი პირველ სატელევიზიო ინტერვიუში თავის უდანაშაულობას ამტკიცებს

„არანაირი მტკიცებულება არ აქვთ. თვითონაც იციან, რომ არ აქვთ,” – განუცხადა დეივისმა ABC News-ს.
მეტი